ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > BEL FOOD -ის სიმინდის ბურბუშელა – გაახარეთ ბავშვები :)
ხრამუნა სიმინდი

BEL FOOD -ის სიმინდის ბურბუშელა – გაახარეთ ბავშვები :)

გუდვილში ჩემს „ლაშქრობას“ უკვალოდ არ ჩაუვლია … BEL FOOD-ის 3 განსხვავებულ პროდუქტს გადავაწყდი და სამივე ვიყიდე. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სახლში მიტანისას „იარაღით დამადგნენ“ თავზე ბავშვები, რომ სურათები მალე გადამეღო და პროდუქტი მათთვის გადამეცა … რა თქმა უნდა უცებ შეიჭამა …

ეს სიმინდის ბურბუშელა 65 თეთრი ღირს და 85 გრამიანია; რაც მთავარია გემრიელია. მწარმოებელი კომპანიის საიტია – http://belfood.ge/. აქვე იხილეთ Facebook გვერდიც. საიტს აშკარად მოუხდებოდა ხელის შევლება.

BEL FOOD-ს შევთავაზებდი შემდეგს: ბავშვები მაგარი მაიმუნები არიან. მოდით და რომელიმე საბავშვო გასართობ ცენტრში გააკეთეთ ასეთი სახალისო შეჯიბრი: ბავშვებს მიეცით ბევრი ბურბუშელა და წებო და ააგონ რაც შეიძლება დიდი ნაგებობა … დააჯილდოვეთ ისინი, ვინც ყველაზე „რაღაცნაირ“ [კონსტრუქციას გააკეთებს. თან სახალისოც გამოვა, რეკლამაც გამოგივათ და სურათები მეშვეობით სერიოზულ ჩართულობასაც მიიღებთ. ან კიდევ FB გვერდზე შეიძლება ბურბუშელებით აგებული შენობების სურათების კონკურსის მოწყობა 🙂

თქვენ კი პატივცემულებო, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრით გაგვიზიარეთ 🙂