ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა

რა არის ბიზნეს გეგმა?
რატომ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
როდის არ გჭირდებათ ბიზნეს გეგმა?
რა დრო სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას?
რა ღირს ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ შეუკვეთო ბიზნეს გეგმის დაწერა?
როგორ ვიქცევით თუ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა დაგეგმილზე მეტ დროს ითხოვს?
და ა.შ. მსგავს, ასე ვთქვათ „საბაზო“ სტატიებს და კიდევ უფრო მეტს ნახავთ აქ

[ეყრდნობა ამ საქმეში ჩემს 20+ წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას]

გადამამუშავებელი წარმოება, როგორც თემა, “მოდაშია”! განსაკუთრებით მაშინ წამოტივტივდება (სამწუხაროდ), როცა ხან ატამი დალპება მასიურად და ხან ვაშლი (ოღონდ ამაზე “დიდი ამბავი” უნდა ატყდეს). სახელმწიფოსთვისაც პრიორიტეტია გადამამუშავებელი წარმოება. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე: 2018 წლის შემოდგომაზე როცა გახმაურდა, რომ ვაშლის წვენის მწარმოებელი საწარმო ვაშლს კილოს 6 თეთრად იბარებდა, ერთი ამბავი ატყდა “ერში”. როგორ თუ ასე იაფად იბარებენო …

გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმის დაწერა თუ გაქვთ გადაწყვეტილი ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემს წინაშე 10+ პუნქტი ჩამოვწერე, რომლებზედაც მინდოდა საუბარი, მაგრამ ეს ფორმატი მაიძულებდა ამერჩია ერთი … და აი ისიც: პრინციპულად მნიშვნელოვანია სანედლეულო ბაზის სწორად გააზრება და ზუსტად ეს თემა მინდა განსაკუთრებით წამოვწიო ჩვენს სტატიაში. რატომ? იმიტომ რომ არასწორად ამ საკითხის “დალაგების” გამო თქვენი ბიზნესი ჩანასახშივე მოკვდება.

თქვენი გადამამუშავებელი წარმოების მუშაობა დიდწილად დამოკიდებული იქნება ნედლეულზე. წარმოება უმჯობესია სანედლეულო ბაზასთან ახლოს გაკეთდეს და თან ისე, რომ იქ სხვადასხვა სახის ნედლეული ჯობია იყოს სიახლოვეში. ეს დაგიზოგავთ ტრანსპორტირების ხარჯს, რაც მოცულობებზე გასვლის შემთხვევაში პრინციპულად მნიშვნელოვანი ხდება.

ამასთანავე საჭიროა გქონდეთ საკუთარი მიწა და ზედ მოგყავდეთ თქვენთვის საჭირო ნედლეულიც (დასაბალანსებლად). წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალი თუ კარგად გაიყიდა (მაგალითად ექსპორტზე), შეიძლება გადასამუშავებლად ვერაფერი იყიდოთ და საწარმო გააჩეროთ. პროდუქცია აუცილებლად ისეთი უნდა აწარმოოთ, რომ შიგა ბაზარზეც იმუშავოთ (ესეც თემაა თუ გაქაჩავთ) და ექსპორტზეც (ორივე კურდღლის დაჭერა ძვირია, მაგრამ რეკომენდებულია). ეს სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ურთულესია.

მაგრამ ჯერ სადაა …

მთავარი თავსატკივარი არის ე.წ. “გლეხებთან” ურთიერთობა. ეს არა მხოლოდ დიდი თავის ტკივილს გიქადით, არამედ ხარჯების დაგეგმვასაც გაგირთულებთ. ადამიანის ბუნება ხომ იცით? თქვენგან მეტის გადახდის მოლოდინი იქნება ყოველთვის და “იაფად” პროდუქციას იშვიათად თუ ვინმე ჩაგაბარებთ (ყოველთვის იქნებით გეგმა “ბ”). შეიძლება მაინც გამოჩნდნენ ისინი , რომლებიც წამოვლენ ამ შეთანხმებაზე, მაგრამ ტრანსპორტირების ხარჯი მაინც აგეკიდებათ.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით რის გადამუშავებას და როგორ აპირებთ, ვინაიდან მომავალი არც ისე “ბედნიერია” ამ სფეროში, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. და თუ გავითვალისწინებთ რა მომავალიც და მხარდაჭერაც აქვს რეალურად საქართველოში გადამამუშავებელ წარმოებას (მოსახლეობას ყიდვა არ უნდა, ექსპორტზე კი დიდი მოცულობები დაგჭირდებათ), ამ საქმეს მხოლოდ მაშინ ჯობია შეეჭიდოთ, როცა გაყიდვებთან დაკავშირებით მშვიდად ხართ (ანუ ჯობია კლიენტი თავიდანვე იშოვოთ და მის იმედზე დაიწყოთ საქმე).

რა გამოსავალი არსებობს?

1) გადამამუშავებელი საწარმო ისე ააგეთ, რომ რამოდენიმე სხვადასხვა ნედლეულის გადამუშავება შეგეძლოთ და სეზონი ისე “დატვირთოთ”, როგორც დედა ბუნება მოგცემთ ამის საშუალებას.

2) გააშენეთ თქვენი სანედლეულო ბაზა. დიახ, ეს სხვა ბიზნესია, მაგრამ მოგიწევთ თუ გრძელვადიანი ჩანაფიქრი გაქვთ, არ გინდათ დამოკიდებული იყოთ გლეხებზე და უზრუნველყოთ საბოლოო პროდუქციის უწყვეტი მიწოდება.

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია). დაკვალიანებას არ დაგზარდებით! პროფესიონალურ დონეზე ბიზნეს გეგმის დაწერა შეგიძლიათ შეუკვეთოთ აქ!