ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აგრო ბიზნეს გეგმა

აგრო ბიზნეს გეგმა • 577 737 964

აგრო ბიზნეს გეგმა ვრცელი თემაა, ვინაიდან თავად სოფლის მეურნეობა არის დიდი სფერო და ბევრ კონკრეტულ მიმართულებას მოიცავს.

თემაზე საუბრისას შემიძლია შევეხო მიწის საკუთრების თემას, HASSP და სხვა სერტიფიცირების თემებს, სფეროში მიმდინარე ტენდენციების შესწავლის მნიშვნელობას, ადგილმდებარეობის და შიდა ბაზრის შესწავლას იმის მიხედვით, თუ რა გაქვთ ჩაფიქრებული.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მაგრამ ცალსახა ლიდერი შეცდომების ნაწილში, რასაც ბევრი უშვებს ამ დროს (და ეს ადვილად იკვეთება ტელეფონზე 5 წუთიანი საუბრის შედეგადაც) არის …

მიდებ-მოდება!

ანუ, მირეკავს ადამიანი და მეუბნება, რომ უნდა თან ქათმის ფერმის გაკეთება, თან სასტუმროსი, თან რესტორნის, თან იქვე სათბურის, თან ჩურჩხელაც უნდა აკეთოს, თან მარანიც უნდა, თან ღვინის ჩამოსხმაც უნდა, და თან ტურისტული მარშრუტების უნდა ჰქონდეს და ხალხი ასეირნოს, თან კიდევ საქონელიც უნდა ჰყავდეს …

მოკლედ ყველაფერი უნდა და ყველაფერი ერთად თან.

მაგრამ ზუსტად არ იცის რა უნდა.

ამ დროს მე ყოველთვის ვთავაზობ ხოლმე ჩამოყალიბდეს თუ რა უნდა იყოს ლოკომოტივი თემა და მასზე გააკეთოს გათვლა პირველ რიგში!

სოფლის მეურნეობა ძალიან დიდი დარგია. მეცხოველეობიდან დაწყებული მოცვის პლანტაციის გაშენებით დამთავრებული თითოეულ სფეროს თავისი ნიუანსები აქვს და ძალიანაც რომ არ გინდოდეს, მიდებ-მოდებას შედეგად მოჰყვება მხოლოდ ერთი: ფიასკო! 

აგრო ბიზნეს გეგმის დაწერა კი გეხმარება თავიდან აიცილო ეს ფიასკო!

გამოსავალი?

1. კონცენტრაცია

კონცენტრაცია საჭიროა იმისათვის რომ აარჩიოთ ერთი “ლოკომოტივი” და ის განავითაროთ!

საჭიროა წამყვანი თემა, ძირითადი თემა, რომელიც იქნება თქვენი შემოსავლის და განვითარების ძირითადი გარანტი და აგრო ბიზნეს გეგმა ამაზე აიგება.

დავუშვათ აწარმოებ ღვინოს სადმე კახეთში და გინდა გააკეთო მარანი, თან სასტუმროც, თან რესტორანიც, თან იქვე ბოსტანიც გექნეთ და ბიო პროდუქტები მოიყვანოთ, თან სოფლის ტურიზმსაც ეპოტინები (ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში).

ბოლო-ბოლო რა გინდა?

ადრე თუ გვიან მოგიწევთ სახელი დაარქვათ ამ მეურნეობას და ამ სახელში უნდა ჩანდეს რა ხართ: ღვინის წარმოება? ღვინის მარანი (ეს უკვე ტურისტული ობიექტია)? საოჯახო სასტუმრო (ეს კიდევ სხვა სფეროა)? თუ ერთ-ერთი მოთამაშე სოფლის ტურიზმის სფეროში?

რა იქნება თქვენი მთავარი “ქუდი”, რომლის ქვეშაც გაერთიანდება ყველაფერი?

პასუხი დამოკიდებულია თქვენს დღევანდელ რეალობაზე, სამომავლო მიზანზე და ცხადია არსებულ რესურსებზე.

თან ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და ესეც გასათვალისწინებელია. თუ იცი როგორ იწერება ბიზნეს გეგმა, თავადაც დაწერ.

და ამის გათვლა პირველ რიგში ბიზნეს გეგმაში ხდება, დაგეგმარების პროცეში უპირველეს ყოვლისა.

ერთ მაგალითს გაგიზიარებთ …

2020 წლის დეკემბერში გავაკეთე ეს ბიზნეს გეგმა აწარმოეს მიკროგრანტების პროგრამისთვის. თუმცა ის უფრო პროექტის დაწერა იყო და არა ბიზნეს გეგმის დაწერა. ადამიანს რომ მოვუსმინე მივხვდი, რომ ღვინის წარმოებაც იყო, მარანიც იყო თემა და სასტუმროც. დამიჯერეთ, ეს სამი არის სამი სხვადასხვა ბიზნესი ორ სხვადასხვა დარგში (წარმოება, ტურიზმი). საკმაოდ საგონებელში ჩავვარდით რა მიმართულებით “მივწოლოდით”. მთავარი იყო ბიზნეს გეგმა არ აცილებოდა პირველად წარდგენილი იდეას, რომელიც აწარმოეში 2 თვით ადრე წარადგინა ამ ადამიანმა. ჰოდა ჩავხედეთ იმ განაცხადში რა ეწერა.

იქ დაწერილმა 3 სიტყვიანმა წინადადებამ გადაწყვიტა რა იქნებოდა ბიზნეს გეგმის “მთავარი ლოკომოტივი” და საქმეც შესრულდა!

2. დისციპლინა

დისციპლინა კი საჭიროა იმისათვის, რომ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ!

გაარკვევთ მთავარ მიმართულებას? სხვა დანარჩენი კი “შემოულაგეთ” იმ ერთს ისე, როგორც საქმე მოითხოვს!

არადა ცდუნებაა ძალიან დიდი!

დანარჩენი იმპროვიზაციაა!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია) ან მომწერეთ Facebook გვერდზე. დაკვალიანებას არ დაგზარდებით!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: