KAR.GE კატალოგი

როგორ გავზარდოთ ცნობადობა KAR.GE კატალოგის მეშვეობით [3 გზა]?

თუ მყიდველს თავი არ გააცანით, ვერც კი გაიგებს რომ არსებობთ …
თუ თავი ხშირად არ შეახსენეთ, მყიდველს დაავიწყდებით …
თუ კარგად არ გაგიცნობენ, არ გენდობიან …
ხოლო თუ მყიდველი არ გენდობათ, რატომ იყიდის თქვენს პროდუქციას?

2016 წლის 29 მარტს ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს მხოლოდ 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. აქ რეგისტრაცია აუცილებელია თუ თქვენ გსურთ მეტი ცნობადობა, მეტი გაყიდვები და ექსპორტი.

KAR.GE კატალოგი სამი კონკრეტული გზით ზრდის კომპანიის/ბრენდის/პროდუქციის ცნობადობას:

1. ინფორმაციის განთავსება. კომპანიის შესახებ განთავსებულია სრულფასოვანი ინფორმაცია. კონკრეტულად კი: საკონტაქტო ინფორმაცია, აღწერა [300 სიტყვამდე] და სურათები, ბრენდის აღწერა [300 სიტყვამდე] და ლოგო, თითოეული პროდუქტის აღწერა [300 სიტყვამდე] და 5-9 სურათი, მომსახურებების დახასიათება [300 სიტყვამდე], შეთავაზებები და სურვილის შემთხვევაში ვიდეო ფაილებიც კი. ეწვიეთ https://kar.ge-ს და დააკვირდით როგორ ვაკეთებთ მასალას. შებრძანდით ჩვენს Facebook გვერდზე და დააკვირდით როგორ ვაზიარებთ მათ და როგორი კარგი ჩართულობა გვაქვს. დაძებნეთ Google კატალგოში განთავსებული კომპანიების დასახელებებით და მიხვდებით რაზედაც ვსაუბრობთ.

რა საჭიროა ამდენი მასალის განთავსება?

KAR.GE კატალოგს აქვს სპეციალური მისია და ეს არის ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლების შესახებ სრული ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებულისათვის. აქ მომხმარებელი ნახულობს პროდუქციის აღწერას, სურათებს და გამოხმაურების დატოვებაც შეუძლია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინფორმირება, რომ საქართველოში გვაქვს უამრავი ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც ის დღეს უბრალოდ არ იცნობს. როცა გაიცნობს, უფრო ენდობა, ხოლო როცა ენდობა, იყიდის.

2. ცნობადობის კამპანია. მოძრაობა KAR.GE მუდმივ რეჟიმში აწარმოებს ინტერნეტ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საწარმოს, ბრენდის და პროდუქციის ინფორმაცია ზიარდება KAR.GE-ს Facebook ქსელში. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული ვამყოფოთ ქართული პროდუქციის დამფასებელი მოსახლეობა, ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. KAR.GE კატალოგს ყოველდღიურად ათასობით დაინტერესებული მომხმარებელი ნახულობს.

3.გამოწვევებში ჩართვა. ქართული პროდუქციის პოპულარიზებისათვის ჩვენ პერიოდულად ვაწყობთ გამოწვევებს, რომელთა მეშვეობით ინფორმაციას კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს ვაწვდით. აი ნახეთ მაგალითად 2015 დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის ანგარიში.

KAR.GE კატალოგში რეგისტრაცია კარგია ცნობადობისათვის. ასევე ნახეთ როგორ გაზრდის იგი თქვენს გაყიდვებს და როგორ მოგეხმარებათ იგი თქვენი პროდუქციის ექსპორტის საქმეში. მადლობა ღმერთს და ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია!

 

დაბრუნება KAR.GE კატალოგში რეგისტრაციის გვერდზე …