არაკეთილსინდისიერი მომწოდებლები, დაულაგებელი ლოგისტიკა, პროდუქციის ხარისხის პრობლემები, მარკეტინგის მიუხედაობა, განათლების დეფიციტი … საიდან უნდა დაიწყო, როცა ამდენი დაბრკოლებაა, მაგრამ ექსპორტი მაინც გინდა?
დიდი მადლობა საქმიან დილის მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ 2015 წლის 27 იანვარს ჩირის ექსპორტის თემაზე პირდაპირ ეთერში საუბრის საშუალება გვქონდა. თავიდან არის ექსპორტთან დაკავშირებით რეპორტაჟი, შემდეგ კი 4:55-დან ვერთვებით სტუმრები … ქართული ბრენდ ჩირკოლადის წარმომადგენელი ბნ. გიორგი არწივიძე და მოძრაობა kar.ge-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე წამყვანებთან ერთად ვსაუბრობთ …
მთავარი დასკვნები:
- ევროპამ „კარი გაგვიღო“, მაგრამ იმ კარში ჩვენით უნდა შევიდეთ. ჩირი ის პროდუქტია, რომელზედაც ევროპაში, მაგალითად ჰოლანდიაში მოთხოვნა არის, თუმცა ეს ის „უნიკალური“ შემთხვევაა, როცა მოთხოვნა არის, მაგრამ მიწოდება, ხარისხიანის მიწოდება არ კმარა. ხარისხიანი საექსპორტო პროდუქტის, ამ შემთხვევაში ჩირის, პოვნა – აი რა არის პრობლემა;
- მცირე მეწარმეები, რომელთაც აქვთ ჩირის წარმოება, თავადაც დგანან ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გამოწვევის წინაშე. მათი ამოცანა გაცილებით რთულდება, როცა მრავალ ოჯახთან უწევთ ურთიერთობა. ამ ოჯახებს შორის კი ნაწილი შორსაა ისეთი ცნებებისგან, როგორიცაა პასუხისმგებლობა;
- რაც არ უნდა ექსპორტზე იფიქრო და წარმოება ამ იმედით მოაწყო აუცილებელია აქ, საქართველოში მოიმაგრო ჯერ ფესვები. მეწარმეს, რომელსაც საყრდენი საქართველოში არ აქვს, უაღრესად გაუჭირდება სტაბილური ექსპორტის აწყობა. სწორედ ამიტომაა ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზება მისი საქართველოში გაყიდვის მიზნით. სწორედ ამიტომაც უნდა ვიყიდოთ ქართული;
ნახეთ …
ხომ არაფერს დაამატებდით?
იცით მცირე მეწარმე, რომელიც მსგავსი პრობლემების წინაშე დგას?