ცოლს, რომელსაც 50 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უჩხუბია ტეხასელ ქმართან, ინტერვიუს უღებენ.
-მემ, თქვენ 50 წელიწადს იცხოვრეთ ქმართან. როგორ მოხდა რომ ერთხელაც არ გიჩხუბიათ?
-ყველაფერი ძალიან მარტივადაა. როდესაც შევუღლდით ჩემმა მეუღლემ ურიკაზე დამსვა და თავის რანჩოში წამიყვანა. გზად ცხენმა წაიბორძიკა და ჩემმა ქმარმა თქვა – „ერთი“. 15 წუთის შემდეგ ცხენმა კიდევ ერთხელ წაიბორძიკა. ჩემმა ქმარმა თქვა – „ორი“. ბოლოს, როდესაც რანჩო გამოჩნდა ცხენმა კიდევ წაიბორძიკა და ჩემმა ქმარმა თქვა – „სამი“, იარაღი ამოიღო და ცხენს ესროლა.
მე რა თქმა უნდა შემეცოდა ცხოველი, კივილი დავიწყე და ისტერიკაში ჩავვარდი.
-მერე რა მოხდა?
-ჩემმა ქმარმა თქვა – „ერთი“