კახელი, სვანი და მეგრელი სანადიროდ წავლენ, ოღონდ ცალ-ცალკე. ნადირობის შემდეგ ხვდებიან და თავიანთ “გმირობებს” უზიარებენ ერთმანეთს.
კახელი: დავინახე დიდი ტახი. ვეპარე, ვეპარე, შორიდან ვესროლე და მოვკალი. აი მისი ხორხი;
სვანი: გზაზე მგლების ხროვა შემომხვდა. ვეპარე, ვეპარე, გამოვეკიდე და სამი მოვკალი. აი ხორცი;
მეგრელი: დიიდი დათვი დავინახე, ძალიან დიდი. შორს იყო ძალიან. ამას ნახე თქო ვიფიქრე … ვეპარე, ვეპარე, დიდხანს ვეპარე და ძლივს გამოვეპარე მე მაგის დათვი და მაგის …
** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/