მეფუტკრეობა და თაფლის დაფასოება – ეს ორი თემა ერთად სპეციალურად დავაჯგუფე. პირველი დარგია მთლიანობაში, მეორე კი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტისთვის აუცილებელი პროცედურა, რომელიც ბოლო წლებში ბევრმა ისწავლა.
მეფუტკრეები ასე თუ ისე მიხვდნენ, უფრო სწორად მათ ბაზარმა დაანახა, რომ “ბავშვი რომ დაიბადება”, მას სახელი უნდა დაერქვას. ანუ, თაფლს თუ აწარმოებ, ბრენდი უნდა შექმნა და ისე გაიტანო ბაზარზე.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა, რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.
არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.
მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.
1. მეფუტკრეობა და თაფლის დაფასოება
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული თაფლოვანი მცენარეული საფარი იძლევა მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახის თაფლის წარმოების შესაძლებლობას.
სანამ ამ დარგში შესვლას გადაწყვეტთ, მისი კარგი შესწავლა გჭირდება.
მეფუტკრეობა და თაფლის დაფასოება არ არის ადვილი საქმე.
ამიტომაც, გიზიარებთ სახელმძღვანელოს, საიდანაც ბევრ რამეს გაიგებთ: მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება საქართველოსა და ევროკავშირში (გზამკვლევი მეფუტკრე ფერმერისა და თაფლის მწარმოებლისთვის).
2. სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა 2018-2019 წლამდე.
2015 წელს საქართველოში ირიცხებოდა 197.1 ათასი ფუტკრის ოჯახი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა და შეადგინა 257.9 ათასი ოჯახი.
საქართველოში ფუტკრის ოჯახების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება თაფლის წარმოებაც. საქართველოში 2015 წელს წარმოებულ იქნა 2 ათასი ტონა თაფლი, 2018 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.5 ათასი ტონა შეადგინა.
ფაროსანას საწინაააღმდეგო ღონისძიების შედეგად (როგორც თავად მეფუტკრეები ამბობენ) დარგი ძალიან დაზარალდა, თუმცა რიცხვები სამწუხაროდ არ მოიპოვება.
3. ყველა მეფუტკრეს შეუძლია შექმნას ბრენდი, გახადოს იგი ცნობადი და გაზარდოს გაყიდვები
პირიქით არ ხდება, ზუსტად იმ თანმიმდევრობით ხდება, როგორც წერია.
ჩემი ხელით შემიქმნია ბრენდები და “დამიფიქსირებია ორბიტაზე” მეთაფლეები, რომელთაც მიაღწიეს წარმატებას სწორედ ორი ფაქტორის გამო:
1) სწორი დაკვალიანება,
2) მუხლჩაუხრელი შრომა.
ანუ, იგივეს შეძლებთ თქვენც!
და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ
ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).
ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.
მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.
რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!
ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმა!