ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
წმინდა გიორგი

გიორგობას გილოცავთ : )

ეს რეალური ამბავი, რომელსაც საფუძვლად “მწარე” სინამდვილე უდევს, თურმე სამებაში მომხდარა. იქ წმინდა გიორგის ერთი ხატია, რომელიც ცხენის გარეშეა, ანუ ცხენზე ამხედრებული არაა.

 

ერთ დღესაც სამებაში მისულა ერთი “ღრმად მორწმუნე” ქალბატობი და ეკითხება მესანთლეს:

-უკაცრავად, წმინდა გიორგის ხატი სად არის?

მესანთლემ მშვიდად მიუთითა ამ ხატისკენ. ქალბატონმა შეიძინა სანთლები, მივიდა ხატთან, უყურებს, უყურებს და დიდად არ ეცნობა, შესაბამისად სანთელი არ აანთო. მიუბრუნდა მესანთლესთან და კიდევ თხოვა ენახებინა ხატი. ეს რამოდენიმეჯერ განმეორდა, სანამ იქვე მჯდომი მამაო არ ჩაერთო საქმეში და მშვიდი ხმით ჰკითხა ქალბატონს:

-უკაცრავად ქალბატონო, თქვენ წმინდა გიორგის ეძებთ თუ ცხენს?