ნახეთ ხომ ბოლო ინფორმაციები (ეს, ეს, და ეს მაგალითად)?
ფაქტი 1: ბელორუსულ რძის პროდუქტებს საქართველოში ბევრი ჰყავს დამფასებელი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბელორუსული მარკეტების ქსელების გახსნამაც შეუწყო ხელი. ხარისხს არაფერი დაეწუნება, არც ფასს (როგორც ამბობენ).
ფაქტი 2: საქართველოში რძის წარმოება ცუდ დღეშია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე მასშტაბების გამო თვითღირებულება ძალიან მაღალი გამოდის. ეგ კიდევ რა, წარმოების მოცულობები არ არის საკმარისი ბაზრის დასაკმაყოფილებლად.
ფაქტი 3: ბაზარი ითხოვს რძეზე დამზადებულ პროდუქციას და მზადაა ამაში გადაიხადოს კიდეც.
რა მოხდება ბელორუსული რძის პროდუქტების წარმოების გახსნის შედეგად?
- წარმოება ცხადია ნედლეულ რძეს შემოიტანს ბელორუსულს, რომლისგანაც შემდეგ საქართველოში აწარმოებს რძის პროდუქტს;
- შემოტანილი იაფი რძით (რომელიც უნდა ვივარაუდო, რომ ხარისხიანიც იქნება) საქართველოში შეიქმნება პროდუქცია ძირითადში ადგილობრივი ბაზრისთვის;
- ეს დააკმაყოფილებს რძის პროდუქტებზე მზარდ მოთხოვნას, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი მიწოდება (და კიდევ კარგა ხანი ვერ დააკმაყოფილებს);
- ამ წარმოებას მასშტაბი ექნება ისეთი, რომ კარგ თვითღირებულებასაც დააჯენს (ჯიბეში ჩაისვამს ბევრ ადგილობრივ მწარმოებელს);
- დაიძირება ბევრი ადგილობრივ კონკურენტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც რძეზე არ მუშაობენ (ეს სულაც არაა ცუდი);
- ადგილობრივო მერძევე ფერმერებო, ვწუხვარ, მაგრამ დაემშვიდობეთ რძეზე ფასის მომატებას. ბევრი თქვენგანს შეიძლება დახურვაც კი მოუწიოს;
- ასევე დაემშვიდობეთ გაფართოვების რაიმე შანსს გარდა მეხორცული მიმართულებისა. აქ იმის შანსი მაინც არის, რომ ხორცი რომ გაძვირდება (დაა გაძვირდება ჩემი აზრით), მეხორცულ მიმართულებას მაინც ექნება აზრი;
დიდი ამბები იქნება …