მოძრაობა KAR.GE მთელი გულით და სულით ულოცავს კიკბოქსიორ დავით ქირიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვებას. Kunlun Fight-ის დაძაბული ფინალური შეჯიბრი ჩინეთში, შანხაიში 24 თებერვალს გაიმართა. დავითმა ფინალში მაროკოელი მარუან თუთოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა.
ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენთვის იმითაცაა ფასეული, რომ გუნდის წევრების ოფიციალურ მაისურს ჩვენთვის – მოძრაობა KAR.GE-სათვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ამშვენებს – #იყიდექართული.
დავითი ყოველთვის ახერხებს იმას, რომ ჩინეთში, მებრძოლთა უმსხვილეს წრეში წარმოაჩინოს თავისი, ქართული. იგი პირველი იყო, ვინც რინგზე ჩოხით დაიწყო გასვლა. დავითი ასევე პირველია, რომელმაც გუნდის ოფიციალურ მაისურზე პირველად დაიტანა ქართული პროდუქციის თითოეული გულშემატკივრისათვის ფასეული ფრაზა – #იყიდექართული!
იხილეთ დავითის ემოციური მიმართვა, რომელიც რინგიდან ახლად ჩამოსულმა გააკეთა
მადლობა დავით ყველაფრისათვის!