ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf

სასტუმროს ბიზნეს გეგმა • 577 737 964

სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf ფაილი სტატიის ბოლოშია თანდართული. ამ სტატიაში კი მოცემულიქ რჩევები, რომლებიც გამოგადგება თითოეულს, ვინც სასტუმროს აშენებს და საამისოდ ბიზნეს გეგმის დაწერა აქვს გადაწყვეტილი.

ამ სტატიის წერის მომენტში (2019 წელს) დამირეკა ადამიანმა, რომელმაც შენობა იყიდა რეგიონში სასტუმროს გაკეთების მიზნით და გადაწყვიტა საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა.

ცხადია გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიწა ვისია და სადაა, ადგილმდებარეობის შესწავლის თემა, დარგში არსებული ტენდენციები და მის რეგიონში გასაკეთებელი გლობალური პროექტების ჩამონათვალი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

გამოვკვეთეთ ის თემები, რომლებიც უნდა გაარკვიოს საიმისოდ, რომ მისი ბიზნეს გეგმა იყოს დაწერადი (ანუ, მე შემეძლოს მუშაობის დაწყება).

დავიწყოთ მთავარით: ამ თემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი – განესხვავე ან მოკვდი! სასტუმროს ბიზნეს გეგმა უნდა სწორედ ამაზე აიგოს.

განსხვავებული რითი?

შეიძლება იმით, რომ ისეთ რეგიონში ხარ, სადაც სხვა სასტუმრო არ არის

ან თავად სასტუმროა განსაკუთრებული (მაგალითად 3200 მეტრზეა ზღვის დონიდან)

შეიძლება პერსონალი გყავთ განსხვავებული

ან შეიძლება სახელი დაარქვათ განსხვავებული

შეიძლება მინერალური წყაროა ახლოს

ან შეიძლება რამე კლიმატური მიკრო ზონაა ახლოს, ან დაცული ტერიტორია

მოკლედ, ბევრი გზაა საიმისოდ, რომ მიაღწიოთ განსხვავებულობას!

საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის დაწერა კი სწორედ ის ეტაპია, როცა ეს უნდა გააკეთოთ, დაგეგმარების ეტაპზე!

არქიტექტორთან მუშაობა

სასტუმროს ბიზნეს გეგმა ყოველთვის ჯობია არქიტექტორთან მუშაობის დაწყებამდე დაწეროთ.

რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა არქიტექტურული პროექტი ისე იყო გაკეთებული, რომ ბიზნეს მიზნებს არ შეესაბამებოდა.

ერთი შემთხვევა მახსენდება, ფართი იყო 240+ კვადრატული, და მხოლოდ 6 სასტუმრო ნომერი ჰქონდა “გამოჭრილი” არქიტექტორს.

ბიზნეს გეგმის დაწერის შემდეგ რიცხვებში გამოჩნდა, რომ 6 ნომრით დამფუძნებელი “ფულს ვერ დაინახავდა” ვერასდროს. 8 ნომერზე სადღაც 6-7 წლის თავზე ამოიღებდა თავს, 10 ნომრით კი კომფორტულად ამუშავებდა ბიზნესს, რომელსაც 3 წელიწადში უკვე პლიუსზე გაუშვებდა.

ეს ყველაფერი დასრულებულ ბიზნეს გეგმაში რომ დაინახა დამკვეთმა (მანამდე არ ჩანს საერთო სურათი) მაშინვე მოთხოვა არქიტექტორს შეეცვალა პროექტი, თუნდაც თანხის დამატების სანაცვლოდ.

არქიტექტორმა კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა!

საბოლოოდ ახალი არქიტექტორის მოძებნა და ხარჯის ხელმეორედ გაღება გახდა საჭირო.

დასკვნა ასეთია:

არქიტექტორს უნდა დაუსვათ ბიზნეს ამოცანა. ოღონდ ამას გააზრებულად მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა ბიზნეს გეგმა წინ გიდევთ.

რატომ არის ახლა საუკეთესო დრო სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციებისთვის?

2019 წელს 9,4+ მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა ქვეყანაში, რომელიც 20 წლის წინათ მილიონ ტურისტს ნატრულობდა წელიწადში (გახსოვთ რა დრო იყო?). ტურიზმი იმდენად სწრაფად იზრდებოდა 2019 წლის ჩათვლით, რომ ქვეყანაში წამყვანი დარგი გახდა, მინიმუმ 250,000 დასაქმებულით.

სხვათა შორის, 2019 წელს ტურიზმმა თითქმის 3,5 მილიარდი USD შემოიტანა ქვეყანაში.

2020 წელი ვარდნის წელი იყო. ტურიზმი 95%-ით შეიცირდა (ანუ, 20-ჯერ). სასტუმროთა რაღაც ნაწილი COVID სასტუმრებად გადაკეთდა, ზოგმა ცოტა იმუშავა. 80 % მეტი ფაქტობრივად დაკეტილი იყო. 2021 წელს დიდად უკეთესი მდგომარეობა არ გვქონდა 2019-თან შედარებით, თუმცა მთლიანობაში 25-30%-მდე ავიდა. 2022 წელს აღმასვლა არის (ალბათ 2019-ის 60-70%-მდე ავა), მაგრამ ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა დიდი ალბათობით 2024 წელს მოხდება.

მიუხედავად ამ ჩავარდნილი პერიოდისა, მე ვფიქრობ რომ სასტუმროში ინვესტიციას მაინც აქვს აზრი. სხვა საკითხია ბანკი რამდენად წამოგყვებათ.

ტურისტული ნაკადი ჩვენკენ არ შემცირდება, შემოსულ ტურისტებს კი გასაჩერებელი ადგილი ყოველთვის დასჭირდებათ.

და სწორედ ამიტომ, სანამ დროა, ანუ, სანამ არააქტიური დროა, გამოიყენეთ ეს პერიოდი და ჩადეთ სასტუმრო ბიზნესში ფული.

ეს არის შესაძლებლობათა დიდი არეალი, და ყველას, პრაქტიკულად ყველას, რომელიც ბიზნესს გულიანად მიუდგება ტურიზმი ინდუსტრიაში (მძღოლი იქნება ის თუ მარნის მფლობელი), აქვს ფულის შოვნის შესაძლებლობა.

სასტუმრო ინდუსტრიის მცირეოდენი სტატისტიკა

სასტუმრო ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. საქართველოში წელიწადში სხვადასხვა ზომის 150-მდე სასტუმრო ემატება. თუ რა თქმა უნდა 2022 დ 2021 არ ჩავთვლით.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას, ტურიზმის სააგენტოს და სტატისტიკის სამსახურის მონაცემების ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ 2022 წლისთვის საქართველოში არის 1171 სასტუმრო, 1279 საოჯახო სასტუმრო, 454 სასტუმრო სახლი და 225 სხვა ტიპის სასტუმრო დაწესებულებაა.

ჯამში 2025 წელს საქართველოში სახეზე გვექნება მინიმუმ 3,454 სასტუმრო დაწესებულება, მინიმუმ 63,275 ნომრით და 146,150 საწოლით.

აქ კიდევ არ შედის უამრავი განთავსების წერტილი საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობაში.

მთავარი არის შემდეგი: სასტუმრო ბიზნესი მომგებიანი თემაა, ოღონდ თემას ჭკვიანურად უნდა თავიდანვე დალაგება. რამდენიმე ნიუანსი:

მეტად მნიშვნელოვანი აქ არის შემდეგი:

ჯგუფის მიღება უნდა შეგეძლოს! ანუ, რეგიონში გაკეთებული სასტუმრო ჯობია მინიმუმ 20 ადამიანზე მაინც იყოს გათვლილი.

თუ მიმართავთ აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა აუცილებლად დაგჭირდებათ.

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და წინასწარ უნდა დაიჭირო თადარიგი.

თან, ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტის დაწერა. ბიზნეს გეგმის მიმართ სხვა მოთხოვნებია.

აქ ნახეთ როგორ იწერება ბიზნეს გეგმა თუ მის გაკეთებას თვითონ გადაწყვეტთ.

მივმართავდი ემიგრანტებს

საქართველოში თუ გაქვთ მიწა რეგიონში, დაფიქრდით, იქნებ საოჯახო სასტუმროს გაკეთებას ჰქონდეს აზრი.

50,000 USD ინვესტიციით შეიძლება ნორმალური სასტუმროს წამოჭიმვა თუ ადგილზე შენობა გაქვთ და შემსრულებელი ჯგუფიც გყავთ.

ან შეიძლება თქვენ აპირებდეთ დაბრუნებას და თქვენთვის მოიმზადოთ ნიადაგი წინასწარ.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს იდეა თქვენს ყურადღებას იმსახურებს!

თუ კონკრეტული შეკითხვები გაქვთ (და ვიცი რომ გაქვთ), შეგიძლიათ დამირეკოთ 577 73 79 64 (ზარი უფასოა ცხადია) ან მომწეროთ FB გვერდზე.

და ბოლოს, მცირე საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf – ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება.

სწორედ ამიტომ გიზიარებთ მას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ. დამკვეთთან კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”). ეს არის მცირე სასტუმროს ბიზნეს გეგმის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე. მომწონს თუ არა სხვა საკითხია.

საოჯახო სასტუმროს ბიზნეს გეგმის ნიმუში:

ჩამოტვირთეთ აქ.

აქ კი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია და რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100%.

როგორ იმოქმედოთ, თუ სასტუმროს გაკეთებას აპირებთ?

4 რჩევა:

1) ჯერ დაურეკეთ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” (ცხელი ხაზი 1525) და გაარკვიეთ თქვენი სიტუაციისთვის (და აუღწერეთ ტელეფონზე თქვენი კონკრეტული სიტუაცია) რა მიმდინარე პროგრამა აქვთ მათ.

5 ნომრამდე სასტუმროსთვის შეთავაზება სხვაა, 10 ნომერზე მეტისთვის კი სხვა.

თან ეს პირობები იცვლება ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც (დარეკვამდე აჯობებს გაეცნოთ ინფორმაციას თავად აწარმოეს ვებსაიტზე);

2) შემდეგ დაელაპარაკეთ ბანკს (შეიძლება 2 ან 3 ბანკს ელაპარაკოთ ერთდროულად, რომ მათი პირობების შედარება შეძლოთ), რომელიც აწარმოესთან თანამშრომლობს.

გაარკვიეთ რა ოდენობის სესხის მიღება შეგიძლიათ თქვენი საქმისთვით ბანკისგან (თქვენი რეალობიდან გამომდინარე).

საბოლოოდ ბანკმა უნდა თქვას “კი” და მოგცეთ სესხი, და შემდეგ ერთვება “აწარმოე საქართველოში” (უმეტესობა პროგრამებზე ასეა, გარდა უშუალოდ საგრანტო პროგრამებისა);

3) ამის შემდეგ დამირეკეთ და გავაკეთოთ ბიზნეს გეგმა (ამ სტატიაში თანდართული სასტუმროს ბიზნეს გეგმა pdf ნაკლებად გამოგადგებათ). ამ ეტაპზე ზუსტი პროექტი და დეტალური ხარჯთაღრიცხვა ალბათ ვერ გექნებათ, თუმცა დაახლოებითი მონახაზი მაინც უნდა გქონდეთ რა დონის რას აპირებთ. ყველა საჭირო ცხრილები და კალკულაციები ჩვენ გვაქვს;

4) მხოლოდ ამის შემდეგ არის მიზანშეწონილი არქიტექტურული პროექტის და დეტალური სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის გაკეთება, რომელთაც შემდგომში ჩააინტეგრირებთ ბიზნეს გეგმის დანართებად, ხოლო ფინანსსური უწყისების ცხრილებში შეცვლით რიცხვებს.

რატომ ამ ეტაპზე?

იმიტომ, რომ თუ “ფული არ ჩანს საქმეში” მშენებლობის დაწყებას აზრი არ აქვს (და არც პროექტს/ხარჯთაღრიცხვას შესაბამისაად).

ფული კი ბიზნეს გეგმამ უნდა დაგანახოთ!

შენიშვნა:

თქვენი შეგიძლიათ არქიტექტურული პროექტი და დეტალური სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა მოამზადოთ ბიზნეს გეგმის დაწერამდე. თუმცა, ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ მიახლოებით 40%-მდე შემთხვევებში ბიზნეს გეგმის დაწერის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ან ნომრების რაოდენობაა არარეალურად მცირე, ან მისაღებია (ან სხვა რამ მნიშვნელოვანი) გამორჩენილი პროექტშიც და კალკულაციაშიც, ან კიდევ რამე სხვა შეცდომაა დაშვებული. მერე მოგიწევთ მიაკითხოთ არქიტექტორს და მშენებელს, რომ შეცვალონ პროექტი & ხარჯთაღრიცხვა, რაც დამატებითი თავის ტკივილია. და თუ მშენებლობა უკვე დაწყებულია, ეს უკვე მთლად “ნეტარებაა” თუ შესაცვლელი გაგიხდათ რამე!

მოკლედ, იმოქმედეთ სწორი თანმიმდევრობით და დაზოგავთ დროს/ფულს/ენერგიას!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: