მეტად საინტერესო სტატია ვნახე და მინდა გაგიზიაროთ …
საუბარია რაზე:
აშშ-ში უამრავი მსხვილი დაწესებულება ხარჯავს ფულს საკვების შესყიდვებზე ან თავისი თანამშრომლებისათვის, ან ვისაც ემსახურებიან …
მსხვილი კომპანიები მაგალითად, მსხვილი სახელმწიფო ინსტიტუტები …
ამათ რომ საკვებზე თავისი ხარჯების ნაწილი მაინც ადგილობრივი წარმოების ფერმერულ პროდუქციაზე გადაიტანონ, მცირე სვლასსაც დიდი ეფექტების მოხდენა შეუძლია …
მარტო Google აჭმევს დღეში 20,000 კაცს …
ეს სტატია სწორედ ასეთი საქმიანობის პლიუსებსა და გამოწვევებს მიმოიხილავს. ჩვენ დეტალურად არ ვთარგმნით, მხოლოდ ამონარიდებს მოგახსენებთ. თუ სტატიის სრულად წაკითხვა გაინტერესებთ, ინებეთ …
ძირითადი დასკვნები, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია:
- ინსტიტუციურ შესყიდვებში დიდი ძალაა. მსხვილი ორგანიზაციები აშშ-ში [კლინიკები, სკოლები, კომპანიები, ] დიდ ფულს ხარჯავენ თავიანთი თანამშრომლების ან მიზნობრივი აუდიტორიის კვებაზე. აქ მრავალ ასეულ მილიონიან ხარჯზეა საუბარი. მისი რამოდენიმე პროცენტის ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის ყიდვაში გადამისამართებასაც კი უზარმაზარი ეფექტი მოჰყვება;
- ინსტიტუციურ შესყიდვებს შეუძლიათ ფერმებში ინოვაციის და განვითარების სტიმულირება. აქ მარტივი ლოგიკაა. როცა ფერმერულ მეურნეობაში მეტი შემოსავალი ჩნდება, იგი უფრო მეტად ვითარდება რაც ყველასთვის კარგია;
- მაშტაბი გამოწვევაა. ყველა ფერმერს არ შეუძლია ინსტიტუციის სტაბილურად მომარაგება და კონკურენტული ფასის შეთავაზება და ამაში კოოპერაციაა საჭირო;
- ინსტიტუციურ შესყიდვებში ძალას კვლევას ადასტურებს. აიოვას შტატში დაიანგარიშეს, რომ შტატის 22,000 ინსტიტუციიდან 25%-მა ადგილობრივი წარმოების საკვები რომ იყიდოს, შტატის ეკონომიკაში დამატებით 800 მილიონი $ შემოსავალი შევა. ამ შესყიდვების ნახევარი მაინც რომ წავიდეს საშუალო ფერმებისკენ, დამატებით ეს მიეხმარება 4200-ზე მეტ ფერმას და შექმნის 12,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს;
- ლოგისტიკა გამოწვევაა. იმისათვის, რომ მიწოდების სისტემა ეფექტური და ეფექტიანი გახდეს ქმნიან ქსელს, რომელის მცირე და საშუალო ფერმებს დააკავშირებს მსხვილ შემსყიდველებთან;
რა შეიძლება საქართველოში გაკეთდეს?
თავიდან ბოლომდე ყველაფერი ის, რაც ზემოთ დავწერე!