წყარო 1
წყარო 2
წყარო 3
წყარო 4
ბელორუსში შიგა ბაზრის დაცვის საკითხები რომ შევისწავლე და მივხვდი ბელორუსთან შედარებითაც რა ჩამორჩენილია საქართველო …
განგაშია ატეხილი რის გამო: გასული წლის 6 თვესთან შედარებით ქვეყნის საცალო ქსელში ბელორუსული პროდუქციის გაყიდვები არის შემცირებული 3,2 %-ით. ოღონდ რიცხვებს დააკვირდით …
… საცალო გაყიდვებში 2010 წლის შემდეგ ბელარუსული საკვების გაყიდვები 77%-დან 70%-ზე ჩამოვარდა, ხოლო არასაკვები პროდუქტების ბაზარზე ბელორუსულის წილი 65,4%-დან 50,9%-ზე ჩამოვარდა. ხვდებით რაზეა საუბარი? ხვდებით საკუთარი ბაზრის რამოდენა წილი აქვს „დაცული“? ხვდებით რაზე ტეხენ განგაშს? რიცხვებს ჩახედეთ აგერ:
ფაქტები [2015]:
- მშპ – 82 მილიარდი $ [საქართველოზე თითქმის 5.5-ჯერ მეტი]
- მშპ 1 სულ მოსახლეზე – 7100 $ [საქართველოზე თითქმის 2 -ჯერ მეტი]
- ექსპორტი – 52 მილიარდი $ [საქართველოზე 25-ჯერ მეტი]
- იმპორტი – 49 მილიარდი $ [საქართველოზე 6-ჯერ მეტი]
- სავაჭრო პროფიციტი – 3 მილიარდი $ [საქართველოს კი 5.5 მილიარდი $ დეფიციტი]
- შიდა ბაზარზე საკუთარი საკვები პროდუქციის გაყიდვები – 70% [საქართველოში 30%]
- შიდა ბაზარზე საკუთარი არასაკვები პროდუქციის გაყიდვები – 50,9% [საქართველოში არც ითვლება, ბაზრის 90% ოკუპირებულია.
რას აკეთებს ბელორუსის მთავრობა საკუთარის პოპულარიზებისათვის:
- ზემოთ სურათს ახედეთ, აკეთებს … პირდაპირი გაგებით აკეთებს …
- შიდა ბაზარზე ბელორუსული პროდუქციის გაყიდვების 3,2 % შემცირებაზეც განგაშს ტეხს და სათანადო ნაბიჯებს დგამს.
- იმპორტიორებს ნემსის ყუნწში აძვრენს სათანადო რეგულაციებით.
- შიდა და გარე ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის პოპულარიზების ახალ ხერხებს ეძებს
- ბაზარის დაცვის მეთოდებს მიმართავს და სათანადო რეგულაციებს აწესებს
- ახალ სამინისტროს ქმნის, რომელიც ამ საქმეს გაუძღვება!!!