ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იყიდე ქართული და მიიღე დამატებითი შემოსავალი

ყიდულობ ქართულ პროდუქციას?
გინდა დამატებითი შემოსავალი აქედან?

[ქვემოთ წარმოდგენილი იდეა ჯერ კიდევ ჩანასახოვან ეტაპზეა. ჩვენი მიზანია 1-30 ივნისის გამოწვევის ფარგლებში შევამოწმოთ როგორ იმუშავებს ეს ჩანაფიქრი პრაქტიკაში. დაგროვილი გამოცდილება კი გვიკარნახებს როგორ დავხვეწოთ იდეა ისე, რომ იგი მუდმივ რეჟიმში ავამოქმედოთ. მოძრაობა KAR.GE-ს საბოლოო მიზანია მომხმარებლებთან და მწარმოებლებთან ერთად შევქმნათ მდგრადი სისტემა, რომელშიც მონაწილეობა ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება]

 

რას გულისხმობს პროგრამა KARCash?

  1. 30 დღიანი გამოწვევის მონაწილე, რომელიც წარმოადგენს ნაყიდი ქართული წარმოების პროდუქციის სურათს, ჩეკს იმავე პროდუქციის ჩამონათვალით და სალარო აპარატის ჩეკს, მიიღებს დახარჯული თანხის 3% cashback-ის სახით. მაგალითად თუ თქვენ შეიძინეთ 100 ლარის საქართველოში წარმოებული პროდუქცია და გამოგვიგზავნით [KAR.GE-ზე სტატიაში ატვირთავთ ან ელ.ფოსტით გამოგვიგზავნის მისამართზე – karcash@kar.ge] პროდუქციის და ჩეკ[ებ]ის სურათებს, დახარჯული თანხის 3 %-ს, ანუ 3 ლარს cashback-ის სახით მიიღებთ.
  1. დაგროვილი cashback-ის პირველი გადახდა განხორციელდება როგორც კი იგი მიაღწევს 5 ლარს [3% – 5 ლარი დაგიგროვდებათ 167 ლარის ქართული პროდუქციის შესყიდვაზე]. მეორე გადახდა მოხდება როგორც კი cashback მიაღწევს 20 ლარს. ამის შემდეგ კი გადახდა განხორციელდება როგორც კი cashback მიაღწევს 50 ლარს. ფული ჩაირიცხება გამოწვევის მონაწილის საბანკო ანგარიშზე. მოძრაობა KAR.GE გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს [20%] და გადარიცხვის საკომისიოს [0,5 ლარიდან ყოველ გადარიცხვაზე], ანუ თქვენ ზუსტად მიიღებთ იმ cashback-ს, რაც დააგროვეთ.
  1. პროდუქცია უნდა იქნეს შეძენილი ისეთ სავაჭრო ქსელში/ობიექტში, რომელიც მყიდველს მისცემს ჩეკს პროდუქციის ჩამონათვალით [ჩეკი #1] და სალარო აპარატის ჩეკს [ჩეკი #2]. ზოგ სავაჭრო წერტილში გაცემული ჩეკი შეიძლება ორივე ჩეკს აერთიანებდეს [Foodmart მაგალითად]. ჩეკ[ებ]ის და პროდუქციის სურათების გამოგზავნა არის ერთადერთი 100% დადასტურება იმისა, რომ კონკრეტული პროდუქციის შესყიდვა მართლა მოხდა კონკრეტული მყიდველის მიერ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში კონკრეტულ დროს კონკრეტული დანახარჯით. სამწუხაროდ ჩვეულებრივი უბნის მარკეტები ვერ იძლევიან ჩეკს პროდუქციის ჩამონათვალით, ამიტომაც პროგრამა KARCash-ში მონაწილეებმა პროდუქცია უნდა იყიდოთ ისეთ ქსელურ მარკეტებში, როგორებიცაა ნუგეში, ლიბრე, SPAR, Goodwill, ნიკორა, Carrefour, ეკონოMix, ფურშეტი, 2 ნაბიჯი, ფრესკო, La Family, Foodmart, ჯორჯიტა, SMART, ჯიბე, ზღაპარი, GPC, Aversi, PSP და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

სადემონსტრაციო მაგალითი

აი მაგალითად დღეს გლდანში, ახმეტელის მეტროსთან მდებარე ნიკორას ობიექტში 3 ისეთი პროდუქტი ვიყიდე: 1) ნიკორას საბავშვო რძიანი სოსისი [4,12 ლ], 2) მზარეულის ტოსტის პური [1,55 ლ] და 3) ჩვენი ფერმერის ხაჭო ვანილით [2,5 ლ]. მთლიანობაში გადავიხადე 8,17 ლარი. ჩემივე ტელეფონით გადავიღე პროდუქციის და ჩეკების სურათები და აი ისინიც:

გამოწვევის ის მონაწილე, რომელიც სამივე პროდუქტის, ჩამონათვალიანი ჩეკის და სალარო აპარატის ჩეკის სურათებს ატვირთავს გამოწვევის დღის პროდუქტის სტატიაში ან გამოაგზავნის მეილზე – karcash@kar.ge, მის დაგროვილ Cashback-ს მიემატება 8.17 ლარის 3 %, ანუ 24 თეთრი.

 

რა სიდიდის Cashback-ს გიხდიან საქართველოში არსებული ლოიალური ბარათები?
რითია პროგრამა KARCash უნიკალური?

ლოიალობის ბარათი საქართველოში თითქმის ყველა ქსელს აქვს. იქნება ეს უნიკარდი, ავერსის ბარათი, თუ Goodwill ბარათი ფაქტია, რომ ყველა უკან გიბრუნებთ დახარჯული თანხის კონკრეტული %-ს. ჩვენ რამოდენიმე ლოიალობის ბარათი შევისწავლეთ და აი შედეგები:

  • ბიბლუსის ბარათი: 100 ლარ ხარჯზე გაძლევს 6,67 % cashback-ს, რომელსაც ხარჯავ ბიბლუსის ქსელში ოღონდ მხოლოდ მის კონკრეტულ პროდუქციაში
  • PSP ბარათი: 100 ლარ ხარჯზე გაძლევს 5 % cashback-ს, რომელსაც ხარჯავ PSP ქსელში ოღონდ მის კონკრეტულ პროდუქციაში
  • GPC ბარაღი: 100 ლარ ხარჯზე გაძლევს 3 % cashback-ს, რომელსაც ხარჯავ GPC ქსელში
  • Aversi ბარათი: 100 ლარ ხარჯზე გაძლევს 3 % cashback-ს, რომელსაც ხარჯავ ავერსის ქსელში
  • ნიკორას ბარათი: 100 ლარ ხარჯზე გაძლევს 1-2 % cashback-ს, რომელსაც ხარჯავ ნიკორას ქსელში
  • უნიკარდი: სხვადასხვა ობიექტში დახარჯული ფული სხვადასხვა ქულას იძლევა. საშუალოდ 100 ლარ ხარჯზე 0,5-1% cashback გამოდის. ხარჯავ სპეციალურად განსაზღვრულ პროდუქციაში.

დასკვნა: ყველა ქსელში სხვადასხვა cashback-ია. ფაქტი ერთია: დღეს საქართველოში არსებული ლოიალობის ბარათებიდან რეალურ ქეშს ვერ გამოიტან. მოძრაობა KAR.GE კი ქმნის სისტემას, სადაც თქვენ დაგროვილი ნაღდი ფული საბანკო ანგარიშზე ჩაგერიცხებათ და სწორედ ამ იდეას ვტესტავთ 1-30 ივნისის განმავლობაში.

 

ხშირად დასმული შეკითხვები [თუ თქვენთვის საინტერესო თემაზე პასუხი ვერ ნახეთ გთხოვთ დასვათ შეკითხვა ქვემოთ, Facebook კომენტარების ველში]

 

რას ნიშნავს წარმოებული პროდუქცია? რომელი არ ითვლება წარმოებულად?
ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია ნედლეულის გადამუშავების შედეგად უნდა იყოს წარმოებული. მაგალითად ნაყინი, ლიმონათი, ფქვილი. სამივე ეს იწარმოება კონკრეტული სახის ნედლეულ[ებ]ის გადამუშავების შედეგად. სავაჭრო ქსელებში ხშირად შეხვდებით მათ მიერ საკუთარი ბრენდით დაფასოებულ პროდუქციას. მაგალითად იმპორტირებული ბრინჯი დაფასოებულია კილოგრამიან ბრენდირებულ პარკებში. ეს არის დაფასოება, და არა წარმოება. შესაბამისად იმპორტირებული და შემდეგ დაფასოებული პროდუქცია წარმოებულად ვერ ჩაითვლება.

3 % Cashback-ს ნებისმიერი საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეძენისათვის მივიღებ?
ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში წარმოებული პირველადი მოხმარების საკვები და სასმელი პროდუქციის შეძენისათვის [დაწყებული შოკოლადიდან დასრულებული ლიმონათით, რომელთაც სავაჭრო ქსელში ისედაც ვიძენთ ოჯახში თითქმის ყოველდღიურად]. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 1-30 ივნისის 30 დღიანი გამოწვევის პერიოდში ჩვენ ვამოწმებთ იდეას, სწორედ ამიტომ ვიფარგლებით მხოლოდ ამ პროდუქციით.

სად უნდა მოვძებნო ქართული პროდუქცია?
დაძებნეთ სავაჭრო ქსელებში ქართული წარმოების პროდუქცია. გარწმუნებთ ბევრ ქართულ ნაწარმს ნახავთ. ასევე ნახეთ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ შექმნილი KAR.GE კატალოგი [ http://kar.ge/პროდუქცია-cat3/ ].

როგორ გავარკვიო ქართული წარმოებისაა თუ არა ესაა თუ ის პროდუქცია?
მნიშვნელოვანია არ შეცდეთ. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს მწარმოებელი ქვეყანა – საქართველო ან მისი რომელიმე კუთხე. არ ენდოთ მხოლოდ ქართულენოვან ეტიკეტს [“ჩვენი სუფრა” ქართულად აწერია, მაგრამ აზერბაიჯანში იწარმოება]. არ ენდოთ მხოლოდ შტრიხ კოდის 486-ზე დაწყებას [486 ქართული პროდუქციის შტრიხ კოდების პირველი 3 ციფრია], ხშირად დამკვეთი ქართული კომპანიაა, წარმოებული კი სხვაგანაა [ცივი ჩაი “ბაიხო” მაგალითად, შტრიხ კოდი 486-ით იწყება, მაგრამ წარმოებულია უკრაინაში]. თუ შეკითხვა გექნება ამა თუ იმ პროდუქტის წარმოშობის თაობაზე, ჩვენ დაგვიკავშირდით, ეტიკეტის [ყველა მხრიდან] სურათები მოგვაწოდეთ და დაგაკვალიანებთ.

რატომ არის აუცილებელი პროდუქციის და ჩეკების სურათების წარმოდგენა?
ჩვენ გვჭირდება 100 % დასტური იმისა, რომ კონკრეტული პროდუქციის შესყიდვა მართლა მოხდა კონკრეტული მყიდველის მიერ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში კონკრეტულ დროს კონკრეტული დანახარჯით. გვესმის, რომ ადვილი არაა პროდუქციის და ჩეკების სურათების ჯერ გადაღება და შემდეგ გამოგზავნა ან საიტზე ატვირთვა, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს ამ ეტაპზე.

აუცილებელია პროდუქცია ყოველდღე ვიყიდო?
არა. იყიდეთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლით, ოჯახში ხომ ყოველ დღე არ დადიხართ საყიდლებზე? ოღონდ როცა იყიდით, მაშინვე გადაიღეთ სურათები [პროდუქციის, ჩეკების] თქვენივე ტელეფონიდან და ატვირთეთ kar.ge-ზე გამოწვევის პროდუქტის იმ დღის თემაში ან გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტით – karcash@kar.ge.

როგორ უნდა ავიღო ის ორი ჩეკი?
ჩვეულებრივ ნორმალური სავაჭრო ქსელში გაძლევენ ჩეკს პროდუქციის ჩამონათვალით, სადაც პროდუქტიც აწერია და მისი ფასიც, ასევე სალარო აპარატის ჩეკს საერთო დახარჯული თანხით. ზოგიერთ ქსელი [Foodmart მაგალითად] ერთ დოკუმენტში წერს პროდუქციის ჩამონათვალსაც და საერთო ფასს. გვიჩვენეთ ნიმუში და დაგაკვალიანებთ. ნებისმიერი შეკiთხვა მოგვწერეთ აქ – karcash@kar.ge

როგორ გადავიღო პროდუქციის და ჩეკების სურათები?
თქვენივე ტელეფონით. ან ფოტოაპარატით. როგორც მოგიხერხდებათ.

როგორ გამოვაგზავნო პროდუქციის და ჩეკების სურათები?
30 დღიანი გამოწვევის ფარგლებში თქვენი სურათები უნდა ატვირთოთ კონკრეტული დღის გამოწვევის პროდუქტის თემაში [ეს თემა kar.ge-ზე დღის 22:00 გამოჩნდება]. ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით აქ – karcash@kar.ge

აუცილებელია თუ არა, რომ ჩვენი ჩეკები [ფურცლოვანი და ელექტრონული] შევინახოთ?
ჩვენ მონაცემთა ბაზაში შევინახავთ ყველა ელექტრონულ ფაილს. ურიგო არ იქნება თუ თქვენც გარკვეული ვადით შეინახავთ ჩეკებს.

რა მოხდება, თუ ერთი და იგივე მასალა [პროდუქტის, ჩეკი #1 და ჩეკი #2 სურათები] გამოვაგზავნე რამოდენიმეჯერ?
ჯობია არ გამოგვიგზავნოთ დუბლიკატები. ეს ჩაითვლება სისტემის “გაცურების” მცდელობად. გარწმუნებთ გადავამოწმებთ და დუბლიკატებს აღმოვაჩენთ. ამ შემთხვევაში “ჩაეთვლება” პირველ გამომგზავნს. მეორე გამომგზავნი კი მოიხსნება პროგრამიდან.

როგორ გადავიღოთ უკეთესი სურათი [პროდუქტის, ჩეკის]?
მთავარია პროდუქტი გადაიღოთ ეტიკეტის მხრიდან, რომ გარკვევით იკითხებოდეს ტექსტი. ჩეკიც ისე გადაიღეთ, რომ ტექსტი გარკვევით იკითხებოდეს. ნახეთ ნიმუში ზემოთ.

რა მოხდება თუ ერთ ჩეკს ავიღებ და მასზე ფოტოშოპით მანიპულაციების შედეგად რამოდენიმე ჩეკს გავაკეთებ?
აღმოვაჩენთ, დაგვიჯერეთ, გვაქვს სათანადო სისტემა. სისტემის “გაცურების” ყველა მოსურნე ავტომატურად მოიხსნება პროგრამიდან.

რა სახის ანგარიშგება გაკეთდება გამოწვევასთან დაკავშირებით?
ჩვენ გამოწვევის დაწყებიდან სავარაუდოდ 1 კვირაში http://kar.ge -ზე დაავიწყებთ და ყოველდღიურად დავდებთ განახლებად ანგარიშს, სადაც მოცემული იქნება: 1) თითოეული მონაწილის [ინდექსებით, პირადი მონაცემების გამოქვეყნების გარეშე] ყოველდღიური შესყიდვები და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში კონკრეტულად მისი წვლილი, 2) ჯამურად ყველა მონაწილის შესყიდვები და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში საერთო წვლილი, 3) თითოეული კომპანიისათვის მისი პროდუქციის გაყიდვები ყოველდღიურად, 4) ყოველდღიურად გამოვლინდება ქართული კომპანია, რომელიც ყველაზე მეტმა გამოწვევის მონაწილემ იყიდა და რომლის პროდუქტშიც ყველაზე მეტი დახარჯეს.

ეს სურათების აქეთ-იქით გზავნა მოუხერხებელია. რამე უკეთესი რომ მოიფიქროთ?
მართალი ბრძანდებით, არც ჩვენ გვხიბლავს ეს მეთოდოლოგია, მაგრამ სხვა გზა არ არის ამ ეტაპზე. გვინდა დავინახოთ იდეა იმუშავებს თუ არა. გამართლების შემთხვევაში ვიზრუნებთ დახვეწილ აპლიკაციაზეც და არა მხოლოდ. დღეს მსოფლიოში არ არსებობს სოფტი [შევამოწმეთ, დაგვიჯერეთ], რომელიც იგივე ამოცანებს გადაწყვეტს. გარკვეული დრო გვჭირდება, რომ გამოცდილება დაგროვდეს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის დაწყებამდე.

მოძრაობა KAR.GE რა წყაროდან აფინანსებს Cashback-ის გაცემას?
მოძრაობა KAR.GE -ს მიზანია ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზება და გაყიდვების ზრდა. ჩვენ გვყავს დაინტერესებული ქართველი მწარმოებლები [ნახეთ KAR.GE კატალოგი], რომელთაც გამოყვეს ბიუჯეტი ამ საქმისთვის. თუ ექსპერიმენტი გაამართლებს, მნიშვნელოვნად გავაფართოვებთ მასშტაბს, რაც Cashback-ის ოდენობაზეც აისახება. ხოლო ის მონაწილეები, რომლებიც თავიდანვე ჩაერთნენ, სათანადოდ წახალისდებიან.

სახელი KARCash რატომ და საიდან?
ინიციატორია მოძრაობა KAR.GE, სისტემა კი ითვალისწინებს მყიდველისთვის Cashback სისტემა. KARCash “მოუხდა” იდეას.

ვის აქვს პროგრამაში – KARCash ჩართვის უფლება?
პირველ ეტაპზე მონაწილეობის უფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დარეგისტრიდნენ გამოწვევაში.

გამოწვევა 1 ივნისს დაიწყო. შემიძლია ეხლა, დაგვიანებით ჩავერთო როგორც გამოწვევაში, ასევე KARCash პროგრამაში?
დიახ. მოგვწერეთ karcash@kar.ge ან დაგვისვით შეკითხვა აქვე.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე და ჩავერთო პროგრამაში – KARCash?
მოძრაობა KAR.GE-ს Facebook გვერდზე თქვენი Facebook პროფილიდან PM-ით გამოგვიგზავნეთ შემდეგი ინფორმაცია: 1) სახელი & გვარი, 2) ნიკი, 3) მობილური, 4) ელ.ფოსტა, 5) პირადობის მოწმობის / ID ბარათის ორივე გვერდის სურათი და მარტივი მომართვა, რომ გსურთ ჩაერთოთ პროგრამაში.

 

დაგვისვით შეკითხვა და გიპასუხებთ 🙂