აი ეს მომწონს …
როცა ქართული პროდუქციის სარეალიზაციო ობიექტი იხსნება და მერე როგორი … ქართული ბრენდული ღვინის მაღაზია …
თან ტურისტული ზონიდან/ქუჩებიდან მოშორებით …
აშკარად რომ ამ ქვეყნის მოსახლეობაზე – რეალურ მყიდველებზე რომაა გათვლილი …
აი რას ვაფასებ! ყველა ქართული ღვინო და არცერთი იმპორტული სასმელი!
რაც მეტი ვიქნებით ქართულ საქმეში, მით მეტად წავა საერთო საქმე წინ!
მიწვეული მეც გახლდით პრეზენტაციაზე. ვაღიარებ ოფიციალური მხარე გამოვტოვე, ცოტათი დამაგვიანდა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საჭირო ადამიანები ვნახე და ახალი მეგობრებიც შევიძინე.
რითია გამორჩეული 8000 მოსავალი?
მეტად საინტერესო კონცეფციაა …
ერთ სივრცეშია ბარი, ღვინის გალერეა და სადეგუსტაციო სივრცე …
თან მხოლოდ ღვინოა …
200-ზე მეტი უმაგრესი ქართული ღვინო, რომლებიც სომელიეებმა სპეციალურად აარჩიეს 400-მდე წარმოდგენილი ღვინისგან …
შესანიშნავი გარემოა შიგნით, რომელიც განპირობებულია მეგობრული პერსონალით, ინტერიერის და ექსტერიერის ორიგინალური დიზაინით, აურით რომელიც მშვენიერ განწყობას ქმნის და ღვინოების ფართო არჩევანით …
თან ყიდვამდე გასინჯვაც შესაძლებელია …
ეგ კიდევ რა …
ბრენდს შორს მიმავალი გეგმები აქვს. ქსელის გაფართოვებას საქართველოს გარდა საზღვარგარეთაც ფიქრობენ …
შესანიშნავია!
8000 წარმატება მისურვებია!
უფრო მეტი სურათი შეგიძლიათ „8000 მოსავალი“-ს Facebook გვერდზე დაათვალიეროთ. ხოლო დასაგემოვნებლად და რა თქმა უნდა შესაძენად კი ცინცაძის 26-ში ესტუმროთ.
ხომ მიხვდით 8000 რატომაა სახელწოდებაში?