დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა მოსახლეობის აღწერის შედეგები რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3,729,500 შეადგენს. თავიდან ვიფიქრე რამე შეცდომა ხომ არ არის მეთქი, მაგრამ ეგრე დევს ოფიციალურ საიტზე. გამოდის რომ 2002 წლიდან 2015 წლამდე, 12 წელიწადში მოსახლეობა საქართველოში 642,000-ით შემცირდა!
ხვდებით მაინც ეს რას ნიშნავს? რა უნდა მოვიმოქმედოთ?
ერთადერთი გზა, რომ არ გავწყდეთ, არის ეკონომიკური გაძლიერება! სააამისოდ კი ერთადერთი გზა ქართული წარმოების პროდუქტების შესყიდვაა. და აი რატომ:
- როცა იყიდი ქართულს და არ იყიდი იმპორტულს …
- ამით განვითარდება ქართული ბიზნესი …
- შედეგად დასაქმდება საქართველოს მოსახლეობა …
- და გაძლიერდება სახელმწიფო …
- ამით ხალხში ფული გაჩნდება და დარჩება …
- გაიზრდება მოსახლეობის კეთილდღეობა …
- მეტი შვილის გაჩენის სურვილი მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდება ადამიანს …
ყველა მთავრობას ჯანდაბამდე გზა ჰქონია, შენ მაინც დაფიქრდი რაში ხარჯავ ფულს!