ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > 4 მილიარდ 457 მილიონი აშშ დოლარის ნაძარცვი გასულ 10 თვეში …

4 მილიარდ 457 მილიონი აშშ დოლარის ნაძარცვი გასულ 10 თვეში …

ამ თვის დასაწყისში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ერთმა მოვლენამ მცირე დროით, მაგრამ მაინც გადაფარა. ეს იყო საქართველოს ბანკიდან 10 მილიონ ლარამდე თანხის დაკარგვის ამბავი, რომელიც შეფასდა, როგორც საუკუნის ძარცვა [ვაღიარებ, მეწყინა კიდეც, რომ ეს ფული ნახეს]. რა არის ხომ 10 მილიონი?

ეხლა დაფიქრდით, 2015 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან უკვე სუფთად გაიწრიტა 4,45 მილიარდ აშშ დოალრზე მეტი. ის თუ ძარცვაა, ამას რაღა დავარქვათ?

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები წინასწარია, მაგრამ ეგ არაფერი …
მდგომარეობის სიშავეს ეს ელფერს არ უცვლის …

მთავარი ფრაზა: 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8121 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1832 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6289 მლნ. აშშ დოლარი (10 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,457 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

მოვხსნით 2014 წლის „რეკორდს“?
მაშინ 5,735 მილიონი აშშ დოლარი იყო გარღვევა [მინუსი] წელს რა იქნება?
მგონი აჭარაბეთმა და ევროპაბეთმა ამაზე ფსონების დადების შესაძლებლობა უნდა მოგვცენ …

დაიმახსოვრეთ … ყოველ ჯერზე, როცა არაქართულ პროდუქციას იძენთ, თქვენი ნებით ძარცვავთ ქვეყანას და საკუთარი თავს!