ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
30 დღიანი გამოწვევა

ანონსი: 30 დღიანი გამოწვევა, 1-30 დეკემბერი, 2015

დეკემბერი მოდის …

ქართული ეკონომიკისათვის ყველაზე დამანგრეველი თვე. დეკემბერში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს იმპორტირებულ პროდუქტებში. 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით მარტო დეკემბერში ქვეყნიდან სუფთად გაიწრიტა 620 მილიონ USD-ზე მეტი; მთელი 2014 წლის მანძილზე კი 5.735 მილიარდ USD-ზე მეტი. ვის დააკლდა ეს? რა თქმა უნდა მე, თქვენ, ქართულ ბიზნესს და მთლიანად ქვეყანის განვითარებას. ჩემთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!

“წამალი” ერთია – ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია სადაც კი შესაძლებელია. სწორედ ამიტომ შარშან, 2014 წლის 1-30 დეკემბერის პერიოდში მე მარტომ გავაკეთე 30 დღიანი გამოწვევა სლოგანით “ქართული ყველაფერი კარგია”. 30 დღის განმავლობაში 30 სხვადასხვა ქართული ბიზნესის 30 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი ვიყიდე, დავაგემოვნე, სურათი გადავუღე, მცირე სტატია დავწერე, სურათი და სტატია http://tarielzivzivadze.ge/-ზე გამოვაქვეყნე და შემდეგ Facebook-ით მასიურად დავაზიარე. ეს იყო მოულოდნელი წარმატება! გამოწვევას მოჰყვა 2015 წლის თებერვალ-მარტის 30 დღიანი მასშტაბური მეგა გამოწვევა, რომელიც უკვე ათმა თანამოაზრემ გავაკეთეთ ერთად. სწორედ მაშინ ზვავივით ავაგორეთ მოძრაობა kar.ge.

რას გთავაზობთ?

2015 წლის 1-30 დეკემბერს ერთად გავაკეთოთ 30 დღიანი გამოწვევა სლოგანით “აღმოაჩინე ქართული”! 30 დღის განმავლობაში ქართული ბრენდული პროდუქტების ყიდვით და ამ ქმედების აფიშირებით მოდით მაგალითი მივცეთ ყველა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანს, რომ გააკეთოს იგივე. მოდით ქართულ ბიზნესს, ჩვენს ქვეყანას და საკუთარ თავს რეალური მხარდაჭერა გავუკეთოთ. რასაც მე გთავაზობთ ეს არ არის მხოლოდ ქართული საქმის გაკეთება. ეს მთელი ფილოსოფიაა, რომლის ძირიც ისეთივე ძველია, როგორც ქართული გენი და გამოიხატება მარტივ სიტყვათა კომბინაციაში: ძალა ერთობაშია!

ვის ვეძებ?

ვეძებ თანამოაზრეებს, ვისაც იგივე მიზნები ამოძრავებს რაც მე და მზად არიან კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ნამდვილი ქართული საქმის საკეთებლად. ერთწლიანი გამოცდილების საფუძველზე იმდენად დეტალური და მარტივი მოქმედების სქემა ავაგე, რომ ყველა მონდომებული ადამიანი ადვილად ჩაერთვება გამოწვევაში.

რას გპირდებით?

ნამდვილ ქართულ საქმეში მონაწილეობას, რომლის შედეგებითაც იამაყებთ; პროცესში კი ისეთ უნიკალურ ცოდნას და გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც ყველგან გამოგადგებად. ერთად გავაკეთოთ კარგი საქმე!

მიიღებთ გამოწვევას?

მაშინ დააფიქსირეთ სურვილი აქვე ქვემოთ FB კომენტარების ბლოკში და მე დაგიკავშირდებით.

 

PS

თქვენ გაიხარეთ მეგობრებო! ასეთ გამოხმაურებას სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი. ჩართულობის სურვილი გთხოვთ ქვემოთ დააფიქსიროთ. ასევე ნახეთ:

  1. მოქმედების დეტალური გეგმა
  2. მოსალოდნელი შედეგები
  3. 7 kar.ge რჩევა გამოწვევის მონაწილეებს