სრულმასშტაბიანი მზადებაა დაწყებული ქარვასლაში. დეკორაციების კეთება უკვე დაიწყო და მას ჩვენი დეკორატორი ფიქრია – მხატვარი და ორიგინალური იდეების პრაქტიკაში გარდასახვის ოსტატი ამზადებს. ჩვენი მიზანია 26-27-სთვის ყველაფერი ისე მოეწყოს, რომ ვინც კი ქარვასლაში შემოვა, გამოფენა-გაყიდვის ზონაში ყველა შემთხვევაში მოხვდეს. საამისოდ მოიხატება ფასადი და გაფორმდება ინტერიერი.
3 მიზეზის გამო ვამახვილებთ ასეთ დიდი ყურადღებას დეკორაციაზე:
1. ადგილზე დეკორაცია შესანიშნავი საშუალებაა, რომ ქარვასლას თითოეულმა სტუმარმა მიიღოს ინფორმაცია ღონისძიების შესახებ მთელი კვირის მანძილზე და ეწვიოს მას 26-27-ში;
2. ქარვასლას მოხატული ფასადი ც. დადიანის ქუჩიდან ჩანს, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომობილი ჩაივლის. ადამიანები დაინახავენ რომ ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა ტარდება;
3. ინტერიერის დეკორაცია ქმნის სათანადო გარემოს, ქართულ გარემოს, რაც ხარისხიანი ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვისთვის მნიშვნელოვანია;
გაფორმებული ინტერიერის სურათებს რა თქმა უნდა დასრულებისთანავე შემოგთვაზებთ. უკვე ვგრძნობ, რომ გალამაზებული ქარვასლა ძალიან მოგეწონებათ.
ჩაინიშნეთ 26-27 სექტემბერი
მოდით ამ დღეებში მოიწვიეთ მეგობრები
ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაზე
აქ დაგხვდება ხარისხიანი პროდუქტები საუკეთესო ფასები
ნახეთ, გასინჯეთ და იყიდეთ
გააზიარე ეს გვერდი, რომ მეტმა გაიგოს