ეს ინფორმაცია პირველად 2016 წლის 22 თებერვალს გავავრცელეთ …
და მის შემდეგ ამ თემაზე ბევრი ვიმუშავეთ …
კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ 6 ნოემბერს …
და აი უკვე დავნიშნეთ პირველი ბრმა დეგუსტაციაც …
29 ნოემბერს ჩვენი მიზანია ბრმა დეგუსტაციის გზით 50-მდე დეგუსტატორმა ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სახის ქართული და უცხოური ბრენდების წვენები/ნექტარები და გამოავლინონ გამარჯვებულები.
5 რამ უნდა იცოდეთ ამ უპრეცედენტო მოვლენის შესახებ:
- ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE და ჩვენ ძალიან გვეამაყება ეს. ბრმა დეგუსტაცია ჩატარდება სასტუმრო Holiday Inn-ში საღამოს 17:30 -დან. ამ ანონსს ღიად ვათავსებთ KAR.GE-ზე 21 ნოემბერს;
- შერჩეული გვაქვს 5 ყველაზე გავრცელებული არომატი: ფორთოხალი, ვაშლი, ატამი, ბროწეული და ალუბალი. შერჩეული გვაქვს ორი სეგმენტი: პრემიუმი და დაბალი. თითოეულ სეგმენტში შერჩეული გვაქვს 3 უცხოური ბრენდი, რომელთაც ის ქართული ბრენდები დაემატებიან, რომლებიც თავად გამოთქვამენ სურვილს. სულ გვექნება დეგუსტაციის 10 რაუნდი, რომელიც გაგრძელდება 2 საათი. შედეგები ადგილზე გამოცხადდება დეგუსტაციის დასრულებისთანავე.
- ვიწვევთ ყველა იმ ქართულ წარმოებას, რომელიც საქართველოში საწარმოო წესით აწარმოებს წვენებსა და ნექტარებს. 22 ნოემბერს ჩვენ დავუკავშირდებით იმ მწარმოებლებს, ვისაც ჩვენ უკვე ვიცნობთ და შევთავაზებთ მონაწილეობას. პარასკევს, 25 ნოემბერის დღის ბოლოს რამდენისგანაც გვექნება დასტური, იმდენი ქართული წარმოების ბრენდი ჩაერთვება დეგუსტაციაში;
- ვიწვევთ 50 დეგუსტატორს. 25 ნოემბერს შევაჯამებთ იმ ადამიანთა სიას, რომელიც შერჩეული იქნება ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად;
- ვიწვევთ ყველა მედია საშუალებას, რომელიც დაინტერესებულია ჩაერთოს ამ მოვლენის გაშუქებაში.
ყველა შეკითხვით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტით: info@kar.ge