22 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი შედგა. ფესტივალი მიეძღვნა ახალგაზრდა მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას! როგორც შარშან, წელსაც მხარი დავუჭირეთ, ანონსი გავავრცელეთ. აქ კი მოკლედ ვაჯამებ.
ორგანიზატორებისათვის რა თქმა უნდა რისკი იყო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ფესტივალის მაინც ჩატარება, მაგრამ ხომ იცით როგორაა? უნდა მიაწვე ბოლომდე!
და ხალხის მოვიდა …
მთლად იმდენი არა, როგორც შარშან, მაგრამ ეგ არაფერი …
ჩემის მხრივ, ცოტათი ადრე მივედი და ეს მოკლე Live გავუშვი:
შემდეგ კი არაერთი ფოტო გადავიღე და ბოლოს ჩვენი მეგობარი კომპანია „ალალი“-ს სტენდიდან Live ვიდეოც გავაკეთე:
შემდეგ კი სიმღერა, კარგ ხალხთან ურთიერთობა და სუფთა ჰაერზე ცოტათი დასვენება …
მომავალ წელს შევხვდებით …