წავიკითხე 2015 წლის პირველი 8 თვის საერთო ანგარიში და მინდა გითხრათ არაფერი გამკვირვებია [თქვენც გადახედეთ]. არაფერი განსაკუთრებული, ზრდა 3 %-მდეც კი ვერ ქაჩავს …
საქსტატის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას თუ დავაწყვილებთ ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან და ლარის “გაჭენებულ” კურსთან მივიღებთ დასკვნას: შპს „საქართველო“ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს სტატუსს „სათრევი საცერი“ … „სათრევი“ იმიტომ, რომ ღარიბები ვართ და კიდევ მეტად ვღარიბდებით … ასეთი ქვეყანა კი ყოველთვის „სათრევია“. „საცერი“ იმიტომ, რომ იმდენი ნასვრეტიდან გაედინება ამ ქვეყნიდან დოვლათი, რომ თუ ეს ნასვრეტები არ დაუხშე, ვერაფერი ვერ დაგროვდება შიგნით.
დავიწყებდი ეხლა იყიდეთ ქართული და ა.შ., მაგრამ რა აზრი აქვს … ისედაც ხომ ყიდულობთ? ყიდულობთ კი? რახან ამ ტექსტს კითხულობთ, გული მაინც ხომ შეგტკივათ?
ისე რას ყიდულობთ ხოლმე?
ბოლოს რა იყიდეთ ქართული?