ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ანალიტიკა > ზამთარი 2006. მწარე გამოცდილება და დღევანდელობა …
სიმართლე ბოზივითაა

ზამთარი 2006. მწარე გამოცდილება და დღევანდელობა …

2006 წლის მკაცრი ზამთრის შუაგულში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში „ტერორისტებმა“ [მაინც, ბრჭყალებში ჩავსვი] ჯერ ერთი და მერე მეორე გაზსადენი ააფეთქეს, თბილისში უჩვეულოდ დიდი თოვლი იყო. ბავშვებს კი უხაროდათ ეგ, მაგრამ ჩვენ? ისეთი სიცივეები იყო გათბობის გარეშე გაჩერება არ შეიძლებოდა. გაზის წასვლასთან ერთად შუქებიც გამოირთო, ვეღარ გაუძლო ქსელმა დატვირთვას. მივხვდი რა, რომ გაზის თემას კარგა ხანი არაფერი ეშველებოდა, ძველი ცოდნა და უნარები ჩავრთე საქმეში. იმავე დილით გავვარდი ბაზარში, შეშის ღუმელი ვიყიდე თავისი მილებით; მერე გავვარდი და შეშა ვიყიდე რამოდენიმე ტომარი, დავაყენე გათბობის სისტემა, შევანთე ღუმელი და ავაგუგუნე … ახლობლები და მეგობრებიც კი გვესტუმრენ გასათბობად იმდენად არავინ ელოდა ასეთ „ხარაკირს“ და ისე მოუმზადებელი იყო ყველა.

GAZPROM – კომპანია/ინსტრუმენტია რუსეთის ხელისუფლების ხელში. კომპანიას ნავთობის ფასის ვარდნის შედეგად ღირებულება და შემოსავლები დაუვარდა და როგორც ჩანს საქართველო მისთვის ერთ-ერთი მორიგი ლუკმაა. ეს მისთვის ბიზნესადაც ვერ ჩაითვლება იმდენად პატარა ლუკმაა, მაგრამ … აქ სხვაა … გვაინტერესებს კი ჩვენ ეს ურთიერთობა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ხარჯზე?

დივერსიფიკაცია?

ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტია მათი მხრიდან, ვინც GAZPROM-თან ურთიერთობის მომხრეა. პრინციპში თავად დივერსიფიკაციაში ცუდი არაფერია, რომ არა შემდეგი ფაქტორი …

ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის?

რა თქმა უნდა მტერი და ოკუპანტი, რომლის მიზანია დაგანგრიოს როგორც ქვეყანა და არ მოგცეს განვითარების საშუალება ისე, რომ ხმის ამაღლების ტრაკი გქონდეს. აქედან გამომდინარე ყველაფერს, რაც რუსეთთან ურთიერთობას ეხება, ეს ელფერი დაჰკრავს. ამ ეტაპზე მე მგონი ისიც კმარა, რომ რომ ყველა ქართველი მეღვინე და მემწვანილე, ვინც კი რუსეთში ექსპორტზე მუშაობს, კვერცხებით ჰყავს დაჭერილი პუტინის ხელისუფლებას. არავითარ შემთხვევაში მტერ ქვეყანას მნიშვნელოვანი ბერკეტი ხელთ არ უნდა ჩაუგდო!

რას ნიშნავს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა?

ყველაფერს! არ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანაზე რაიმე ფორმით იყო დამოკიდებული, მით უმეტეს ენერგეტიკის ნაწილში. არ შეიძლება და წერტილი! მე მესმის დივერსიფიკაცია რასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არგუმენტი არ არის. ტილი ხელზე რომ დაგაჯდება, თავზეც შეგაღოღდებაო … ხოლო თუ კონტრარგუმენტად თელასის და სხვა კომპანიების რუსული კომპანიის მფლობელობაში არსებობას დამისახელებს ვინმე პასუხი ეს მექნება: როცა სახელმწიფო ეფექტურია და კანონი კანონობს, ქვეყნის შიგნით მოქმედი კომპანიების კონტროლი სახელმწიფოს ხელშია. აი გაზის მილის ონკანი კი ვერასოდეს ვერ იქნება ქართული სახელმწიფოს ხელში!

ზამთარი მოდის …

ის შეშის ღუმელი თავისი მილებით 2006 წლის შემდეგ შენახული მაქვს მაშინ მორჩენილი შეშითვე. მართლა შენახული მაქვს, არ ვხუმრობ, სწორედ რომ ის ღუმელი და სწორედ იმ ის 2006 წელს ნაყიდი რცხილის შეშა. და იმედი მაქვს არ მომიწევს მათი გამოყენება ამ ზამთარში.