ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
როგორ ვმართო FB გვერდი?

როგორ ვმართო FB გვერდი? 20 სასარგებლო რჩევა

როგორ ვმართო FB გვერდი? ბევრჯერ დასვამდი ალბათ ამ შეკითხვას რახან ამ სტატიას კითხულობ.

ფაქტია, რომ FB გვერდის მართვა პოპ კორნის ჭამა უკვე დიდი ხანია აღარაა.

ამიტომაც, გამოიყენე ეს 20 სასარგებლო რჩევა და თავად იქნები მომსწრე როგორ გაიზრდება შენი ცნობადობა და გაყიდვები თავად.

შევეხები მხოლოდ ისეთ ქმედებებს, რომლებშიც ფულს არ იხდი.

რჩევები ერგება პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობის რეკლამირებისათვის ნებისმიერი რაოდენობის Like-ებიანი FB გვერდის გამოყენების შემთხვევას.

ოღონდ ამომწურავი კი არა იმის 1%-იც არაა, რაც საკეთებელია FB გვერდის მართვის დროს. გთავაზობ ყოველი კონკრეტული რჩევა წაიკითხო ასე: “სხვა თანაბარ პირობებში … “. მათი გამოყენება უკვე ნიშნავს, რომ აღარ დასვამ შეკითხვას თუ როგორ ვმართო FB გვერდი!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:






1. პოსტის შექმნა

  1. ფოტოკოლაჟის (5, 10, 20 და ა.შ. ფოტო ერთ პოსტში) დადებას ჯობია დადო ერთი ფოტო და კარგი. თუ მაინცადამაინც გინდა რამდენიმე ფოტო გამოაჩინო, მაშინ ერთ პოსტერში ჩასვი ისინი და ისე გამოაქვეყნე, ან რამდენიმე ცალ-ცალკე პოსტებად;
  2. landscape ფოტოს თუ დადებ, Reach & Engagement გექნება რაღაც x და y. კუბიკ ფოტოს თუ დადებ შედეგი 2+ჯერ მეტი იქნება, ხოლო თუ 2/3 პროპორციების მქონე portrait ფოტოს დადებ შედეგი გექნება მაქსიმალური;
  3. ვიდეოს YouTube-დან ან VIMEO-დან FB გვერდზე გადმოზიარებას ცალსახად ჯობია ვიდეო შენს FB გვერდზე ატვირთო. შეუდარებლად მეტი ადამიანი ნახავს;
  4. პოსტის დადებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თიზერში რა სიტყვებს და სმაილიკებს გამოიყენებ. წაუექსპერიმენტე და აღმოაჩინე შენი სიტყვები;
  5. ყოველთვის ჯობია წინსწრებით გქონდეს მომზადებული 3 პოსტი თავისივე თიზერით;

2. პოსტის მოქოქვა

  1. კვირაში 2 პოსტის გამოქვეყნება სასურველი მინიმუმია. ჯობია არ დააგდო ტემპი. თუ განრიგს ვერ იცავ, გააკეთე scheduled პოსტები და ისინი დანიშნულ დროებში ავტომატურად გამოქვეყნდებიან;
  2. ჯობია არ გამოაქვეყნო პოსტი იმ დღეს, როცა “ხალხის ყბაში” რამე სერიოზული თემაა ჩავარდნილი. ადამიანების ყურადღება ლიმიტირებული რესურსია (1 წამიც არაა ტელეფონის ეკრანზე სკროლისას) და როცა ის მასიურად არის გადაქაჩული, ძნელია მისი გადმოქაჩვა;
  3. ჭკვიანურად შეარჩიე დრო პოსტის გამოქვეყნებისას. უნდა გესმოდეთ, რომ 3 საათობრივ სარტყელში არის ქართველობა განფენილი: საქართველო, ევროპა და აშშ;
  4. პოსტზე გაჰყევი გამზიარებლებს და ყველას მოუწონე გაზიარებული პოსტი. საუკეთესო იქნება, თუ იქაც გამოეხმაურები, სადაც მან გააზიარა;
  5. თუ გრძნობ, რომ პოსტმა იმუშავა, გააძლიერე მისი ეფექტი – დაბუსტე. მინიმიუმ იმიტომ გააკეთე ეს, რომ დატესტო;

3. კომუნიკაცია

  1. ჯობია ადექვატურად გამოეხმაურო ყველა კომენტარს. ჯობია კი არა, აუცილებლად გააკეთე ეს! რაც მეტი აქტიურობაა პოსტზე, მით მეტი ფეისბუქელის წინაშე “ამოტივტივდება” იგი;
  2. უკვე დიდი ხანია რაც “კლიენტი ყოველთვის მართალი” აღარაა. ზოგჯერ კლიენტი არის “ძაღლი, რომელიც უნდა დააბა”. გააკეთე “დასაბმელების” ბაზა;
  3. დამკომენტარებლის შუაზე გაგლეჯა მოგდომებია? სანამ ასეთებს რამეს უპასუხებ, პასუხი ჯერ ცალკე ფაილში დაწერე, გააშარაშინე და მერე გამოაქვეყნე;
  4. ყველაზე კრიტიკოსი ფეისბუქელიც კი შეგიძლია შენს სასიკეთოდ “ამუშავო” თუ ღირსეულ პასუხებს გასცემ. როცა პოსტზე აქტივობაა, მას სულ უფრო მეტი ნახულობს, აი კომენტარებში და ქვეკომენტარებში კი ცოტა იხედება;
  5. ჯობია თამამად “დაადუღო” (ანუ დაბლოკო) მხოლოდ მაგინებლები, ბოტები და ტროლები. ოღონდ ჯერ მათი გარჩევა ისწავლე;

4. შედეგი

  1. FB გვერდის მართვაში სამი მნიშვნელოვანი რგოლია (ეფექტური პოსტის შექმნა, ეფექტური მოქოქვა და ეფექტური კომუნიკაცია), მაგრამ შედეგი ამათი ჯამი არ არის, ნამრავლია. ხვდები ხომ? მცირე იაღლიშმაც კი შეიძლება შედეგი გააფუჭოს;
  2. შედეგი არის ყოველი პოსტის Reach & Engagement, რომლებიც საბედნიეროდ ზუსტად იზომება. გაანალიზე სტატისტიკა და let data drive you;
  3. შედეგი ასევე არის პოტენციური დამკვეთების ზარები. 1) გვერდის cover-ში, 2) ყველა თიზერში და 3) ყველა გრაფიკულ პოსტერზე დადე ტელეფონის ნომერი, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვის გექნება გამოყოფილი;
  4. შედეგი ასევე არის FB გვერდზე მესიჯების რაოდენობა (რამდენი მოგწერს) და პოსტზე ყიდვასთან დაკავშირებული კომენტარები (ესეც დათვალე);
  5. გააკეთე მარტივი აღრიცხვის სისტემა, რომ იცოდე რომელ პოსტს როგორი გამოხმაურება ჰქონდა. ასე ნელ-ნელა მიხვდები რა უფრო “მუშაობს” და რა კონტექსტში;

ისევ იკითხავ როგორ ვმართო FB გვერდი? მაშინ წაიკითხე ჩვენი სხვა სტატიებიც აქ. ან დააკვირდი როგორ ვმართავ ერთ-ერთი ჩემს გვერდს – ბიზნეს გეგმის დაწერა. თითოეული ამ რჩევის განხორციელება გარანტირებულად გაგიზრდის შედეგს.