ეს ვიდეო მოსაზრება მონაკვეთია უფრო დიდი გადაცემისა, რომელიც TV იბერია-ს პირდაპირ ეთერში 2016 წლის 9 ნოემბერს გავიდა. უღრმესი მადლობა ბნ. ვახტანგ ჭარაიას და ბიზნესკოდის მთელ გუნდს, რომ ჯერ 21 მილიარდიან შიდა ინვესტიციების თემას შევეხეთ, შემდეგ კი ისეთ მნიშვნელოვან თემებსაც გადავწვდით, როგორიც ესაა …
რამდენს გაქვთ შეხება წარმოების სფეროსთან?
რამდენად კარგად იცით რა პრობლემას აწყდება მცირე მწარმოებელი საქართველოში?
რამდენმა იცის თქვენი ამ პრობლემის შესახებ იმათ შორის, ვისაც ევალება ამის ცოდნა?
და რამდენი საუბრობს ამ თემაზე [რამის კეთებაზე არაფერს ვამბობ]?
ორი უმწვავესი პრობლემა მინდა გავაჟღერო, რომელიც ახრჩობს მცირე მწარმოებელს იქნება იგი ხის სათამაშოს მწარმოებელი თუ სოფლად მწვანილის მომყვანი … პრობლემათა სია ნამდვილად გრძელია, მაგრამ ამჯერად ამ ორზე გავჩერდი …
ამ ორი უმწვავესი პრობლემის მოგვარება არაა ადვილი საქმე და დაუღალავ შრომას მოითხოვს.
მეთანხმებით? არ მეთანხმებით?
აქვე დააფიქსირეთ თქვენი აზრი …