ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

18-20 დეკემბერს ქარვასლაში ნიკორა ნედლად შებოლილ ძეხვეულს 20% ფასდაკლებით დაგახვედრებთ

მხოლოდ 18-20 დეკემბერს  …
მხოლოდ ქარვასლაში, ც. დადიანის #7 …
მხოლოდ ნიკორა წარმოგიდგენთ ამ უგემრიელეს პროდუქციას …

ახალი წელი მოდის და ბუნებრივად გვეუფლება საახალწლო განწყობა. ეს განწყობა ხშირად ქართულ სუფრაზე იფრქვევა და ხშირად იანვრის 19 რიცხვის ჩათვლით სულ ქეიფებია. რა არის ამ დროს ყველა ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი? რა თქმა უნდა შებოლილი ძეხვეული. ხოლო თუ ეს შებოლილი ძეხვეული ნედლადა შებოლილი, მაშინ სულ სხვა საქმეა.

ნედლად შებოლილი ძეხვეული დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე დელიკატესად მოიაზრება მთელ მსოფლიოში და სწორედ ამიტომაცაა, რომ საახალწლო სუფრა ზუსტად მისწრებაა მათ დასაგემოვნებლად. აღნიშნული პროდუქტის გამოშრობისა და შებოლვის ეტაპები სპეციალურ გარემოში თვეზე მეტხანს გრძელდება, რაც საბოლოოდ მის მკვეთრად სასიამოვნო სურნელსა და განუმეორებელ გემოს განაპირობებს.

საქართველოში ნედლად შებოლილი დელიკატესების ყველაზე დიდ ასორტიმენტი ნიკორას აქვს – „კაიზერის“ სავაჭრო ნიშნით. კომპანია ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს წინასაახალწლო პერიოდში და სწორედ ამიტომ, 18-20 დეკემბრის გამოფენა-გაყიდვაზე  20%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ რამდენიმე დასახელების ნედლად შებოლილ დელიკატესს:

  • შეიკა დელიკატესური (დაფასოებული 80 გრ)
  • სალიამი ორიგინალური (დაფასოებული 80 გრ)
  • შინკენვურსტი (დაფასოებული 80 გრ)
  • სნეკი (დაფასოებული 80 გრ)
  • ჩორიზო (დაფასოებული 70 გრ)
  • კაბანოსი (დაფასოებული 95 გრ)

 

აუცილებლად გვეწვით ქარვასლაში!
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ყიდვა – აი რა არის ნამდვილი პატრიოტიზმი დღეს!