ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > 15,000 დოლარიანი ჭადრაკი ქუთაისის ბიზნეს ფორუმის ექსპოზე: ღადაობა არ გეგონოთ …

15,000 დოლარიანი ჭადრაკი ქუთაისის ბიზნეს ფორუმის ექსპოზე: ღადაობა არ გეგონოთ …

ქუთაისში, 2019 წლის 3-4 მაისს მიმდინარე ბიზნეს ფორუმზე ექსპოზე წარმოადგინეს ჭადრაკი, რომელსაც ფასი ადევს არც მეტი არც ნაკლები 15,000 აშშ დოლარი.

განსაკუთრებულია იმით, რომ თემა არის ოქროს საწმისი. ერთ მხარეს წარმოადგენენ არგონავტები, მეორეს კი კოლხები. კოლხები (ქართველები) შესრულებულია ბზაში. არგონავტები (ბერძნები) შესრულებულია ურთმელში. მასალა მოპოვებულია ხვამლის მთის მიმდებარე სოფლებში, რომლის ასაკიც არის სავარაუდოდ 1000 წელი. ჭადრაკი მზადდებოდა 1 წლის განმავლობაში და არის ხელთ ნაკეთი. ფიგურებში წარმოდგენილია მედეა, აიეტი, იაზონი, ჰერაკლე.