დილიდან ბევრი რამ მესმის და ვხედავ …
უკვე დაიწყო მსჯელობები როგორ უნდა გაკეთებულიყო ვერეს არხი და არ გააკეთეს …
როგორ არ უნდა გაკეთებინათ მილი …
როგორ უნდა გადაეტანათ ზოოპარკი და არ გადაიტანეს …
როგორ არ დაუჯერეს პროფესიონალებს გზის დაპროექტებისას …
ან რა უნდოდა საერთოდ იქ გზას …
რატომ დახოცეს ცხოველები …
და ჯერ სადაა ..
ეს არ იყო უბრალოდ „მაგარი წვიმა“ …
ეს იყო ნამდვილი სტიქია …
სტიქიის დროს კი დადანაშაულება და ბორბლებში ჯოხის გაყრა კი არაა საჭირო …
არამედ უნდა აცალო ხალხს თავისი საქმის კეთება და მიეხმარო როგორც შეგიძლია …
ზოგი ინფორმაციას ავრცელებს ინტენეტში …
ზოგი მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბებას ცდილობს …
ზოგი დახმარების ორგანიზებას ცდილობს …
ზოგი რეალურად იქ დგას ადგილზე და საქმეს აკეთებს …
ვისაც როგორ შეუძლია …
ყველას მადლობა ეკუთვნის!!!
მთავარია ერთია:
სტიქია ბევრი გადაგვიტანია ავად თუ კარგად და კიდევ გადავიტანთ …
აი სიცოცხლეებს რომ ვკარგავთ ეგაა …