ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მცირე ბიზნესი

12 საინტერესო ფაქტი აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ

12 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ:

  1. აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცის განსაზღვრებით მცირე ბიზნესი ის ბიზნესია, რომელშიც 500-ზე ნაკლები დასაქმებული მუშაობს;
  2. სულ აშშ-ში 28 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ორგანიზაციაა;
  3. მცირე ბიზნესების 70%-ზე მეტს ფლობს და მართავს ერთი ადამიანი, ანუ ის თვითდასაქმებულია;
  4. აქტიური მოსახლეობის 50%-ზე მეტი მცირე ბიზნესშია დასაქმებული. ეს 120 მილიონზე მეტი ადამიანია;
  5. მცირე ბიზნესმა 1995 წლის შემდეგ ახალი სამუშაო ადგილების 65%-ზე მეტი შექმნა;
  6. თვეში საშუალოდ 543,000 ახალი მცირე ბიზნესი რეგისტრირდება, მაგრამ ამაზე მეტი იხურება;
  7. 10-დან 7 შექმნილი მცირე ბიზნესი გადარჩება 2 წელი, 5 – გადარჩება 5 წელი მაინც, მესამედი 10 წელი იარსებებს, დაახლოებით მეოთხედი კი ბიზნესში დარჩება 15-ზე მეტი ხნით;
  8. მცირე ბიზნესების 52% კეთდება სახლიდან [home based];
  9. არსებული მცირე ბიზნესების 50%-ზე მეტი აპირებს დაასაქმოს სხვა ადამიანი 2016 წლის განმავლობაში. ეს 82 %-იანი ზრდაა 2015 წლის მონაცემთან შედარებით;
  10. მცირე ბიზნესების დიდი ნაწილი სოციალურ მედიას იყენებს როგორც მარკეტინგის ინსტრუმენტს. უმრავლესობას არ აქვს მარკეტინგის დეპარტამენტი და ამ კუთხით ან ფრილანსერებთან მუშაობენ, ან კომპანიებთან. ვებსაიტიც კი არ აქვს ნახევარს;
  11. 2013-2015 წლების განმავლობაში მცირე ბიზნესების სესხზე განაცხადების 90% დაკმაყოფილდა. სესხის მიღების წყაროები მეტად ფართოა;
  12. წლის განმავლობაში ორი მთავარი ღონისძიება მცირე ბიზნესისათვის არის მაისის დასაწყისში – National Small Business Day და ნოემბერის მე-4 კვირაში Small Business Saturday;

 

წყარო 1.

წყარო 2.