ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რა სჭირდება FB გვერდის მართვას?

რა სჭირდება FB გვერდის მართვას? 10 ელემენტი

რა სჭირდება FB გვერდის მართვას?

დღეს Facebook ერთ-ერთი ყველაზე დანახარჯ-ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც კი ადგილობრივმა მწარმოებელმა შეიძლება გამოიყენოს თავის მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიზნით.

ოღონდ ცოდნა უნდა ამას.

ქვემოთ სტატიაში მე, ტარიელ ზივზივაძე, ვეცდები არასპეციალისტებისთვის გავშიფრო რა საქმიანობებს მოიცავს FB გვერდის მართვა, რომლითაც ყოველდღიურად ვარ დაკავებული.

რომ მიხვდეთ რა სჭირდება FB გვერდის მართვას (როგორც მინიმუმ), წარმოგიდგებთ ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ 10 ძირითად საქმიანობას, რომელიც FB გვერდის მართვისას ხდება არის:




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:






1. Facebook გვერდზე ადმინისტრატორის უფლების გადაცემა

საჭიროა Facebook გვერდზე admin-ად შემსრულებლის Facebook Account დაყენება (დაზღვევისთვის ჯობია ორი).

ამათ გარდა საჭიროა დამკვეთის ერთი ან ორი FB account იყოს ასევე Admin (დაკვირვების და დაზღვევის მიზნით).

ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დამკვეთი შემსრულებელს 100% უნდა ენდობოდეს.

გეტყვით პირდაპირ: ნდობით იწყება და მთავრდება ყველაფერი!

2. მიზნების, აუდიტორიის და სამოქმედო სტრატეგიის / ტაქტიკის განსაზღვრა

Facebook გვერდის მართვას ჩვეულებრივ ერთი ძირითადი მიზანი აქვს:

კომპანიამ შეიძინოს და მუდმივი კომუნიკაციის გზით შეინარჩუნოს ლოიალური მყიდველების მზარდი რაოდენობა.

ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როცა FB გვერდის მართვა ხდება კვალიფიციურად.

ამოცანა კიდევ უფრო რთულია, როცა თემა არის ქართული წარმოება და/ან პროდუქტი.

მიზნობრივ აუდიტორიას ასეთი თემა საჭიროა განსაკუთრებით სათუთად მიეწოდოს იმ დაძაბული ინფორმაციული ფონის პარალელურად, რაც ინტერნეტში, კერძოდ კი სოციალურ ქსელებში არის დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში (ხელსაყრელი ან არახელსაყრელი).

FB გვერდზე მეტი აქტივობა მოიტანს მეტ ცნობადობას, მეტ ნდობას, რაც გაზრდის გაყიდვებს იმ პირობით, რომ პროდუქცია დახლზე დევს ან სხვა სახითაა ხელმისაწვდომი მყიდველისთვის.

განსასაზღვრია რა ტიპის პოსტები განთავსდება და რა თანმიმდევრობით იმ მრავალი სპეციფიკის შესაბამისად, რომელიც ყველა წარმოებას / პროდუქციას თავისი აქვს. ოღონდ ეს ყველაფერი იგეგმება წინასწარ.

3. “პირველადი ნედლეულის” შექმნა

მომხმარებლების ჩართულობის გამოწვევის მიზნით სამი ტიპის შინაარსი (იგივე Facebook პოსტი) შეიძლება შეიქმნას (ან ამათი კომბინაცია): ვიდეო, გრაფიკული და ტექსტური.

სამივე ტიპის შინაარსის “სწორად” (წარმოების / ბრენდის / პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისად) შექმნას აქვს სათანადო ხარჯი.

ყველაფერი კი იწყება იმ მასალით, ე.წ. “პირველადი ნედლეული”-თ, რომლისგანაც იქმნება პოსტი.

მაგალითად, გრაფიკული პოსტერი რომ შექმნა Facebook-ზე განსათავსებლად, საჭიროა მისი “პირველადი ნედლეული” – ფოტო იყოს სათანადო ხარისხის.

ზოგ შემთხვევაში შემსრულებელი შექმნის “პირველად ნედლეულს” (მაგალითად ვიდეოს, სურათს, ტექსტს), ზოგჯერ იგი გარე მომსახურების მომწოდებლების დახმარებით (ფოტოგრაფი, დიზაინერი, ვიდეოგრაფი) შეიქმნება.

4. ავთენტური “ჩამრთველი” შინაარსის (Facebook პოსტის) შექმნა

“ნედლ” ფოტოს სჭირდება გრაფიკული დამუშავება, რომ მისგან FB-ზე განთავსებისთვის ვარგისი პოსტერი გამოვიდეს.

“ნედლ” ვიდეოს სჭირდება რედაქტირება საიმისოდ, რომ მისგან Facebook-ზე დასადები ვიდეო პოსტი გამოვიდეს.

ნებისმიერ პოსტს სჭირდება შესავალი თიზერის სწორად გაკეთება, რომ პოსტმა ჯამში მეტი ადამიანის გამოხმაურება მიიღოს.

ყველაფერი ეს სპეციფიკური პროცესებია და მათ გარეშე შედეგი არ დაიდება.

5. Facebook პოსტის გამოქვეყნება (მასშტაბური “გასროლა”)

Facebook ალგორითმი მუდმივად იცვლება და სულ უფრო ძვირდება რეკლამირება თუნდაც საკუთარ აუდიტორიაში (საკუთარი FB გვერდის დამლაიქებლებში).

დღეს პოსტს რომ დადებთ და თუნდაც საკუთარ პროფილზე გააზიარებთ, მას 10-20 ადამიანი ალაიქებს, და Reach-მა შეიძლება მაქსიმუმ მიაღწიოს თქვენ FB აუდიტორიის 6-14 % (მასიური გადაზიარების შემთხვევაში შეიძლება Reach შეუდარებლად მეტი იქნება).

ამიტომაც გვჭირდება ე.წ. ვირუსული პოსტის შექმნა, რომ იგი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააზიაროს თავის არხებში.

გარდა ამისა გასათვალისწინებელია საერთო ინფორმაციული ფონი ინტერნეტში, კერძოდ Facebook-ში. ადამიანების ყურადღება ლიმიტირებული რესურსია. ხშირია შემთხვევა, როცა სოციალურ მედიაში მიმდინარე კონცენტრირებული საინფორმაციო კამპანიები ან ქუჩის აქციები მთლიანად გადაქაჩავენ ადამიანების ყურადღებას და ამ დროს განსაკუთრებით ეცემა ქართული ნაწარმის პოპულარიზების თემაზე Facebook-ზე გაშვებული პოსტების ეფექტურობა.

საჭიროა საერთო ინფორმაციულ ფონზე დაკვირვება და ხელსაყრელი დროის შერჩევა აქტივობისათვის. წინაღმდეგ შემთხვევაში პოსტის შექმნაზე დახარჯული უდიდესი ენერგია შედეგს არ მოიტანს.

6. გამოქვეყნებული FB პოსტების მოდერაცია

მოდერაცია მაქსიმალური Reach / Comment / Like / Share / Video view მიღების მიზნით სულ სხვა კალიბრის ამოცანაა.

აქ საჭიროა მუდმივ რეჟიმში კომენტარები & გამოხმაურებები მომხმარებლის თითოეულ სვლაზე (თან ადექვატურად).

ეს კი 1) ძალიან დროტევადია და ითხოვს 2) მოდერატორის მიერ როგორც თემის უმაღლეს დონეზე ცოდნას, ასევე 3) მომხმარებლებთან კომუნიკაციის დახვეწილ უნარებს და 4) ფსიქოლოგიურ მდგრადობას და ნერვების მოთოკვის უნარსაც კი.

მოდერაციას განსაკუთრებით ართულებს როცა გვერდზე ეფექტური FB პოსტი იდება და ბევრ რესურსზე ზიარდება. ამ დროს კომენტარები ძალიან ბევრ გვერდზე, ჯგუფში და პროფილში იფანტება.

ყველა ამ არხის “დევნა” და ყველა კომენტარზე აუცილებელი წესით პასუხის გაცემა (კრიტიკულებზე პირველ რიგში), ხშირად არის აუცილებელი და უაღრესად რთული. ზოგი პოპულარული პოსტის კომენტარებზე პასუხის გაცემამ დღეები შეიძლება წაიღოს და მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდეს.

ერთიცაა, მოდერაციის დამატებითი სარგებელი ისაა, რომ რამდენი გამოხმაურებაც უკეთდება პოსტს, იმდენად იგი “ტივტივებს” Facebook მომხმარებლების Timeline-ში და კიდევ უფრო მეტი ნახულობს მას.

7. FB პოსტების განთავსების სიხშირე

FB გვერდზე კვირაში 2 შინაარსი არის მინიმუმი.

მიზანზე, ბიუჯეტზე, საერთო ინფორმაციულ ფონზე და ა.შ. (საღ აზრზე) არის დამოკიდებული რამდენი პოსტი გამოქვეყნდება.

თითოეული მომზადება / განთავსება / კომუნიკაცია არის ხარჯი და აქვს თავისი ეფექტი;

8. FB გვერდზე ფასიანი სარეკლამო კამპანიის წარმოება

საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს FB გვერდის Like-ების ზრდის კამპანია ან ეფექტიანი პოსტი დაიბუსტოს მეტი Reach / Comment / Like / Share / Video view მიღების მიზნით.

ამისათვის საჭიროა დამკვეთს ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი საბანკო ბარათი, რომლითაც დაფინანსდება ფასიანი Facebook კამპანიები. ზედ საჭიროა დაიდოს იმდენი, რამდენიც საჭიროა.

დაიბუსტოს თუ არა FB პოსტ[ებ]ი და ამ საქმეში რამდენი დაიხარჯოს ხოლმე განისაზღვრება ბევრი პარამეტრით დაგეგმვის ეტაპზევე, ან სიტუაციურად.

მსგავსი ფასიანი კამპანიის გაკეთება გამართლებულია მაგალითად როცა მიზანი არის:

1) FB გვერდზე Like-ების მომატება,

2) კომპანიაში მნიშვნელოვანი სიახლეა და საჭიროა მეტ ადამიანს აცნობო,

3) პოსტი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა და კიდევ გვსურს მეტმა ადამიანმა ნახოს და ა.შ.

9. რეაგირება კრიტიკულ კომენტარებზე

განსაკუთრებით საყურადღებოა Facebook მომხმარებლების კრიტიკულ კომენტარებზე რეაგირება, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ადექვატური.

ხანდახან მომხმარებელს ობიექტური მიზეზი აქვს იყოს კრიტიკული.

თუმცა სულ უფრო და უფრო ხშირია შემთხვევა, როცა კრიტიკული კომენტარები კეთდება მიზნობრივად, ტროლების მიერ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფულსაც ღებულობენ ამ ტიპის საქმიანობაში.

მსგავსი კომუნიკაციების მართვას სჭირდება მაღალი კვალიფიკაცია და სიფრთხილე;

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რაც მეტია კრიტიკული კომენტარი, მით უკეთესიც კი შეიძლება იყოს ეს FB გვერდისთვის იმ თვალსაზრისით, რომ პოსტს უფრო მეტ ადამიანი ნახულობს.

მთავარია კომენტარებზე გაცემული პასუხები იყოს ადექვატური.

ყოველ 1 ადამიანზე ვინც პოსტის კომენტარს დაწერს, ასობით და ხშირად ათასობით მოდის ისეთი მომხმარებელი, ვინც კითხულობს. პასუხის გაცემით ჩვენ იმ ერთს კი არ ვესაუბრებით, არამედ ათასობით ადამიანს.

მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლოა საჭირო გახდეს ზოგიერთი FB მომხმარებლის გვერდიდან დაბლოკვა ან რომელიმე კომენტარის წაშლა.

ეს ძირითადში შეიძლება მოხდეს, როცა აშკარა “შემოტევასთან” გვაქვს საქმე.

10. შედეგის გაზომვა

შედეგი ორი კრებსითი მაჩვენებლით იზომება: Reach (წვდომა – რამდენმა FB მომხმარებელმა ნახა პოსტი) და Engagement (ჩართულობა – რამდენმა დააკომენტარა, დაალაიქა, გააზიარა, ნახა ვიდეო).

ეს ორიც თავის მხრივ ბევრ ცვლადზე არიან დამოკიდებულები.

ამიტომაც, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად შექმნილი პოსტების რაოდენობა, ტიპი და შინაარსი, რომლებიც განაპირობებენ Reach და Engagement.

ეს ყველაფერი როგორც წესი აისახება ანგარიშში, რომელიც დროის ყოველ პერიოდზე (თვე მაგალითად) უნდა მომზადდეს.

გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი FB გვერდზე დადებული პოსტის სტატისტიკაში Reach არის შეჯამებული.

ეს ნიშნავს, რომ რამდენ პროფილზეც, სხვა გვერდზეც და ჯგუფშიც არ უნდა გადაზიარდეს ეს პოსტი, Reach სტატისტიკა ჯამდება პირველწყაროსთან.

თუმცა, გამორიცხული არ არის ეს წესი მომავალში შეიცვალოს, ისევე როგორც Facebook-ის სხვა დღეს არსებული წესი.

კიდევ რა სჭირდება FB გვერდის მართვას?

ბევრი რამ, მაგრამ აქ გავჩერდეთ და შევაჯამოთ:

Facebook გვერდის მართვა კარგა ხანია აღარაა ადვილი.

ამოცანას განსაკუთრებით ართულებს ის ფაქტი, რომ თავად Facebook “თამაშის წესებს” პერიოდულად ცვლის. შედეგად, სრულიად მოულოდნელ დროს შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ტიპის პოსტის ეფექტურობა და ეფექტიანობა და ეს უარყოფითად ან დადებითად აისახოს კამპანიის შედეგებზე. მაგალითად შეიძლება შეიცვალოს Timeline-ში პოსტების ამოტივტივების ალგორითმი, ან შეიძლება გარკვეული ქმედებების გამო FB მოსარგებლეს (მაგალითად ადმინისტრატორი) დაებლოკოს ზოგი ფუნქციის გამოყენება, შეიძლება უცებ FB რეკლამის ფასები გაიზარდოს (ხშირად ყოველთვიურად ხდება) და ა.შ.

ფაქტი ერთია, ან თქვენი ბრენდი არის Facebook-ში, ან არ არის საერთოდ!