ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!

10 რამ უნდა იცოდე საქართველოში ფისტას კულტურის განვითარების შესახებ

გუშინდლამდე ფისტას მარტო ჭამა ვიცოდი …

დღეს კი ისე ვარ აღტკინებული, მგონი ფისტის მეურნეობა გავაშენო …

 

გუშინ, 28 ივლისს მერიოტ თბილისში საქართველოს ფისტას ასოციაციის პრეზენტაციაზე გახლდით, სადაც ვრცლად იყო წარმოდგენილი ფისტას საქართველოში მოყვანის პოტენციალი. ეს ჩვენთვის ახალი კულტურაა, რომლის დანერგვაც და კვლევები ეხლა მიმდინარეობს. ამ პირველი ნაბიჯების ფონზე კი რამოდენიმე ისეთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

  1. ფისტა ერთ-ერთი ყველზე ძვირად ღირებული კაკალია, რომელზე მოთხოვნაც მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. მთავარი მწარმოებელი ქვეყნები არიან აშშ, ირანი და თურქეთი.
  2. ფისტას ნახევრად უდაბნოს ტერიტორია სჭირდება. იგი გაუდაბნოების და ეროზიის წინააღმდეგ საბრძოლველი უებარი „ბუნებრივი“ საშუალებაა. მას არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და დიდი რაოდენობით წყალი.
  3. საქართველოში ბევრია ისეთი ტერიტორია, რომელზედაც არაფერი მოდის, ფისტასთვის კი შეიძლება მისი გამოყენება. აქ დიდი პოტენციალია.
  4. ფისტა 300-400 წელი ცოცხლობს. მეურნეობა, რომელიც შეიძლება გააშენოთ თაობებს გადაწვდება.
  5. ფისტას კულტურის მიმართ ინტერესი ქართველი ფერმერების მიმართ მზარდია. მეტი ფერმერის ჩართულობა უდრის მეტ შემოსავალს ჩვენი ფერმერებისათვის.
  6. დღეს საქართველოში მოხმარებული ფისტა სრულად იმპორტია. წლების შემდეგ არის შანსი, რომ საქართველო ფისტას ექსპორტიორ ქვეყნადაც გადაიქცეს.
  7. საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-მონიტორინგი, რომელშიც სოფლის მეურნეობის სამინისტროცაა ჩართული. მიზანია ფისტას კულტურისათვის ყველაზე ხელსაყრელი რეგიონის/გარემოს გამოვლენაა.
  8. საქართველოში სულ ახლახან შეიქმნა საქართველოს ფისტას ასოციაციაცია, რომელსაც Facebook გვერდიც აქვს და მის პრეზიდენტს – ქბნ. მარიამ შენგელია დაუყოვნებლივ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე – 0322 19 71 96 [ოფისის ნომერი]. თუმცა ჯობია FB გვერდზე შეეხმიანოთ, მალევა გიპასუხებენ.
  9. საქართველოს ფისტას ასოციაციასთან შექმნილია აკადემიური საბჭო, რომელიც ჩართულია კვლევა-მონიტორინგის პროცესში
  10. გუშინ პრეზენტაციაზე ნერგებს არიგებდნენ მათთვის, ვისაც ფისტას დარგვა და დატესტვა აინტერესებს. ფისტას თქვენს სოფელში გაშენება თუ გადაწყვიტეთ, ნერგის მიღება შეგიძლიათ. საამისოდ დაუკავშირდით საქართველოს ფისტას ასოციაციას.

ფისტა (4)

ფისტა (3)

ფისტა (2)

ფისტა (1)