ასეთი ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი ?
პირდაპირ ეთერში გაიცანით ორგანული მულჩის მწარმოებელი – ”ჯეო მულჩი”, რომელიც სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და რომელსაც ანალოგი კავკასიის მასშტაბით უბრალოდ არ ჰყავს ?. ეს არის ცოცხალი ისტორია სამშობლოს მოყვარული ემიგრანტი ქართველი კაცისა. ბნ. მიხეილ მესტვირიშვილი აშშ-ში 15 წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში გენიალური იდეით 4 წლის წინ დაბრუნდა და მულჩის წარმოება ააწყო. პირდაპირი ეთერის დროს ინტერნეტმა გვიმუხთლა, მაგრამ ამან ვერ შეგვაშინა. პირიქით, გაგვაძლიერა 🙂 როგორ?
1. წარმოება ბოლომდე გადავიღე ტელეფონით (5:25-დან). 11:15-დან ნახეთ ძალიან საინტერესო მომენტი
2. მერე წავედით სოფელ ხაშმში ბნ. მიხეილის ნაკვეთში (13:05-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება ვაზის ჩითილების ჩაყრის დროს 🙂
3. შემდეგ გადავედით იქვე მეორე ნაკვეთში (15:31-დან), სადაც ვნახეთ მულჩის პრაქტიკული გამოყენება 1 წლიანი კაკლების დარგვისას 🙂
4. შემდეგ სოფელ ხაშმში ბნ. მიშას სახლში ვეწვიეთ და მისი ბაღი, ნამდვილი ედემი დავათვალიერეთ (16:42), სადაც დეკორატიული მიზნებით მულჩის გამოყენების უამრავი ცოცხალი მაგალითი ვნახეთ. და გაჩნდა ლოგიკური შეკითხვა: ამდენი წელი ძლებს მულჩი? ჰოოდა, იქვე ვნახეთ 4 წლის წინ დაყრილი მულჩის ფენა, რომელით ბარით ამოვიღეთ და თვალებს არ დავუჯერეთ (ნახეთ 19:00-დან) …
მოკლედ,
ეს უნდა ნახოთ!
ეს უნდა გააზიაროთ!
PS
სად იყიდება? B2B თემაა ძირითადში, დამკვეთები პირდაპირ უკავშირდებიან. ტომრებით იყიდება გორგიაში, ბრიკორამაში და დომინოში 🙂