ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიას იპყრობს

[ფოტოები] ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიას იპყრობს

დღეს ისეთი ფოტოები მომივიდა, მათი გაუზიარებლობა დანაშაული იქნებოდა სამშობლოს წინაშე … და აი ისინიც … ქართული ხურმის ჩირები ჰოლანდიურ დახლზე … ნამდვილად საოცნებო მოვლენაა ნებისმიერი იმ ადამიანისათვის, რომელიც საქართველოში რამეს აწარმოებს და მომავალზე სერიოზულად ფიქრობს.

გიორგი კოჭლამაზაშვილმა [კომპანია GeoFood] ქართული ჩირი შარშან ჰოლანდიაში პირველად შეიტანა. წელს კი უკვე მეორე, ხურმის ჩირის გაცილებით დიდი პარტის გაყიდვები ქალაქ Epe-ში მდებარე სუპერმარკეტ Jumbo -ში ისევ გაახლდა. ქართულმა პროდუქტმა მოწონება დაისახურააა … არავინ რომ არ ელოდა ისეთი!

ორი ფაქტორია, რომელთა გამოც ჩირის გაყიდვები წარმატებულად ვითარდება:

  1. ხარისხი და ნატურალურობა, რომელსაც ჰოლანდიაში აფასებენ. ეს ჯერ კიდევ შარშან გახდა ნათელი, როცა GeoFood-მა საცდელი პარტია შეიტანა ამ ქვეყანაში. ხურმის ჩირი ჰოლანდიელთათვის უცნობი პროდუქტი აღმოჩნდა, თუმცა გასინჯეს და შეიძინეს. მთავარი წინაპირობა კი არის ხარისხი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატურალურობა, რასაც ევროპაში ძალიან აფასებენ. ამ ორი პარამეტრის დაცვა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ გსურს ბაზარმა და ქვეყანამ მიგიღოს.
  1. დეგუსტაცია. გიორგის თქმით დეგუსტაციაში ბევრი ჩირი მიდის, მაგრამ მის გარეშე არ შეიძლება. როცა პროდუქტი უცნობია, ადამიანს უნდა მისცე საშუალება, რომ იგი გასინჯოს, სხვა შემთხვევაში გაყიდვის შანსი დაბალია. სურათზე თქვენ ხედავთ სადეგუსტაციო სტენდს, სადაც პოტენციურ მყიდველს პროდუქტის გასინჯვის შესაძლებლობაც აქვს. გარდა ამისა ეს არის მყიდველთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე, როცა გინდა ბაზარი კარგად “იგრძნო”.

 

ხურმის-ჩირი (1) ხურმის-ჩირი (2) ხურმის-ჩირი (3)

 

PS.

სადღაც იქ, ჩვენ რომ არ ვიცით, მუხლჩაუხრელად მუშაობს ადამიანი, რომელიც მყარად აქვს გადაწყვეტილი საქართველოში შექმნას ხარისხიანი ნატურალური პროდუქტი ევროპული ბაზრისთვის. საამისოდ იგი ცოდნას იღრმავებს, ტექნოლოგიებს ითვისებს და მეურნეობას ავითარებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ის არის საქართველოს მომავალი. მადლობა თითოეულ ასეთ გამრჯე ადამიანს! გიორგი კოჭლამაზაშვილის წარმატების ისტორია ამტკიცებს, რომ ევროპაში ქართული სოფლის ნობათის შეტანა ოცნების საგანი სულაც არ არის.