ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 1-30 ივნისის პერიოდში ტარდება და მასში ჩვენ, მომხმარებლები ვღებულობთ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ჩვენი ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გააკეთონ იგივე.
ამ ორიოდ დღის წინათ გლდანის ბაზარში ოჯახისთვის საყიდლებისთვის გავიარე. თვალებს არ დავუჯერე როცა ერთ-ერთ დახლზე პლანტა ლოგოს მოვკარი თვალი. იქვე ელაგა პლანტას წარმოებული კიტრები. დავეკითხე გამყიდველს თავად პროდუქტის შესახებ და აქო და ადიდა რასაც ჰქვია. შევამოწმეთო და ა.შ. და გადასარევი კიტრიაო.
გამიხარდა რა თქმა უნდა. თან რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი იმიტომ რომ პლანტა, საქართველოს სათბურის კორპორაციის მიერ შექმნილი პროდუქცია, რომელიც ექსპორტზე გადის, უკვე სს ბაზარზეც იყიდება და თან კონკურენტულ ფასში. მეორეც იმიტომ, რომ პლანტასთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და KAR.GE კატალოგშია წარმოდგენილი და მესამე იმიტომ, რომ გამყიდველმა ძალიან კარგად დაახასიათა პროდუქცია. იმიტომ კი არა რომ მეყიდა [მისი კლიენტი ვარ], არამედ აშკარად მართლა ფიქრობდა რაც მითხრა.
2 კგ. ვიყიდე. კილო 1.2 ლარად. კიტრის ფასი დღეს 60 თეთრიდან 1.2-მდეა და თუ პლანტას ხარისხს გავითვალისწინებთ, ნამდვილად ღირს 1.2 ლარის გადახდა.
აი თავად ბაზრობაზე გადაღებული სურათი