ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხელსახოცი ეკო

ხელსახოცი ეკო, დაგ ფეიფერისგან

ქართულია & kar.ge-ა!

1 თვის წინ საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თუ საქართველოში ხელსახოცების წარმოება იყო. დღეს კი უკვე მეორე მწარმოებელი აღმოვაჩინე, რომელიც ამ პროდუქტს უშვებს. ხელსახოცი ეკო, მწარმოებელი შპს დაგ ფეიპერი, იწარმოება შპს დისტრი-ს ექსკლუზიური დაკვეთით [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია]. საკონტაქტო ინფორმაციაში ვკითხულობთ სატელეფონო ნომერს 2 38 80 02 და ელ. ფოსტას – distri@distri.ge. საიტი როგორც ხშირად ვაწყდებით ხოლმე არ ფუნქციონირებს.

ხელსახოცი ეკო ბაზრობებზე იყიდება და 1 ლარი ღირს 75 ცალიანი შეკვრა [რაოდენობა მითითებულია]. ერთფენიანი, მე წითელი და მწვანე ფერები შევიძინე. შეიძლება სხვა ფერიც აქვთ. იმპორტულს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. მოიკითხეთ ქართული ხელსახოცი ყოველთვის, როცა ხელსახოცის ყიდვას გადაწყვეტთ.

აი როცა ქართულ სუფრაზე აღმოჩნდებით შუა ქეიფში, მიმოიხედეთ, იქნებ ეს ხელსახოცი თქვენს სიახლოვეში აღმოაჩინოთ კიდეც : )

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.