რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე ეს პროდუქტი. ცხადია მარტო შეფუთვაა ქართული, მაგრამ ამით იწყება ხოლმე.
ერთფენიანი ხელსახოცი ბონოლუქსი – 100%-იანი ცელულოზის გამძლე და უმაღლესი ხარისხის. მწარმოებელია შპს „ბონოლუქსი“, რომელიც თბილისში, გოჩა ონაშვილის 2-ე კორპუსში, ბინა 20-ში მდებარეობს. ისინი ალბათ მხოლოდ ფუთავენ. ამ დიდ შეკვრაში 200 ცალია და 2,5 ლარი ღირს ბაზრობებზე. 255 05 03 ტელეფონი და bonoluqs@gmail.com [ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციაა].
რა მომწონს:
- უკვე მე-5 ქართული წარმოების ხელსახოცია, რომელზედაც მე პირადად ვწერ უკვე;
- დიდი ხელსახოცია, თან დიდი პაკეტია, 200 ცალიანი, ფასი 2,5 ღირს, მაგრამ მასშტაბში მეტი ეკონომია მიიღწევა;
მწარმოებელს მხოლოდ ერთს შემოვთავაზებდით: ეცადეთ ბევრ დახლზე იყოს ბონოლუქსი.