ამ წინასაახალწლო პერიოდში თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი „თავსატკივარი“ საჩუქრებია. გამოვიცანი? საჩუქრად ხელნაკეთი ნამუშევრის მიტანაზე გიფიქრიათ?
ჰოდა სწორედ ამიტომ ამ დღეებში მიმდინარე ხელნაკეთი სუვენირული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას ვეწვიე გუშინ სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში, რომელიც 25 დეკემბერიდან დაწყებული საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს. ვესტუმრე, დავასურათე, ხელოვანი ხალხი გავიცანი და რამოდენიმე ფოტო თქვენთვის გადავიღე.
დაათვალიერეთ ეს სილამაზე …
და თუ რომელიმე ნამუშევრის შეძენა დაგაინტერესებთ, ქვემოთ Facebook კომენტარში დააფიქსირეთ ინტერესი და დაგაკავშირებთ.