kar.ge ქართული ქარვასლას საორგანიზაციო პროცესი აქტიურ ფაზაში შედის. მუდმივი კომუნიკაცია მეწარმეებთან და პარტნიორებთან ჩვენი მთავარი საზრუნავია. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში წამოვწიო თემა, რომელზედაც ჩვეულებრივ ვსაუბრობთ ხოლმე გამოფენა-გაყიდვის პოტენციურ მონაწილე კომპანიებთან: ქარვასლაში ხალხი მოვა? ჩვენი პასუხია, რომ მოვა!
თუმცა მეტი დაამაჯერებლობისათვის … ამბობენ 100-ჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი სჯობსო, ამიტომაც შევედი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლას Facebook გვერდზე და რამოდენიმე სურათი ჩამოვტვირთე ჩვენი ამ სტატიისთვის.
აი რა ხდება ქარვასლაში ღონისძიებების დროს:
ჩვენ ვიცით, რომ 26-27 სექტემბერს დანიშნულ გამოფენა-გაყიდვაზე ხალხმრავლობა იქნება სამი მიზეზის გამო: 1) ქარვასლაში ისედაც დადის ხალხი, შაბათ კვირაობით კი განსაკუთრებით, 2) ქარვასლას პირველ სართულზე კარფურია, სადაც შაბათ კვირას ყველა სალაროსთან რიგებია, და 3) მედია კამპანია, რომელსაც 3K-ს ფარგლებში გავახორციელებთ და რომელიც ბევრს დაარწმუნებს, რომ აქ ნამდვილად კარგი ქართული პროდუქტები დახვდებათ საუკეთესო ფასში.