საქართველოს მოჭადრაკე „ოქროს გოგონებმა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. ჩემპიონატი მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ტარდებოდა. ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა “ნონამ” მოიპოვა.
ჩემპიონატში 12 კლუბი მონაწილეობდა. ჩვენმა გუნდმა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა – 14 მოაგროვა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ეს უკვე მეორედ მოხდა ამ ჩემპიონატზე. გაიცანით ჩვენი გუნდი: ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე. მწვრთნელი – დავით ჯოჯუა, კაპიტანი – მარიკა ჯაფარიძე.
გზა დავულოცოთ და მომავალი გამარჯვებები ვუსურვოთ ჩვენს „ოქროს გოგონებს“!
*ფოტოს წყარო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია