რამდენად კარგად იცნობთ kula–ს? იცოდით, რომ kula წიწაკის მწნილსაც აწარმოებს? თუ ჯერ არ გაგისინჯავთ დროულად გამოასწორეთ ეს შეცდომა … 3 ლარამდე ღირს დახლზე ეს პროდუქტი …
პირველად 3 დღის წინ შევიძინეთ ოჯახში ეს წიწაკის მწნილი და ქართული წარმოების ბებოს ლავაშთან ერთად შაურმის დამზადებისას გამოვიყენე. სადღაც შუაშია მწარეს, მჟავესა და ტკბილს შორის. გემრიელია მოკლედ …
ეტიკეტის ტექსტის ჩაკითხვას არ შევუდგები, პირდაპირ გეტყვით რა უნდა იცოდე Kula-ს წიწაკის მწნილის შესახებ …
- ქართულია და kar.ge-ა, ანუ ხარისხიანია …
- გემრიელია, მოუხდა შაურმას …
- მისი შეძენით ეროვნულ ეკონომიკას, ქვეყანას და საკუთარ თავს ეხმარები …
მე პირადად ძალიან მომწონს ორიგინალური შეფუთვა. ქილა ხო ქილაა, მაგრამ ზემოდან რეზინით ეტიკეტი მეტად ორიგინალურად არის დამაგრებული. ეგრევე ეტყობა, რომ პრემიუმ სეგმენტისთვის შექმნილი პროდუქტია.
გასინჯეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები …