ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

წიპწის ზეთი – რა იცით მის შესახებ?

ქართულია & kar.ge-ა!

საქართველო რომ ვაზის სამშობლო და ღვინის აკვანია ეს დადასტურებულია მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარზე, ჩვ.წ. VI ათასწლეულის ვაზის წიპწების აღმოჩენით.

წიპწა– ყურძნის მარცვალში მოთავსებული კურკებია. მისი სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში. ყურძნის წიპწისგან მიიღება ზეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, შესანიშნავია  ყველანაირი ტიპის კანისა და თმის მოვლისათვის, რადგანაც მასში შედის დიდი რაოდენობით ვიტამინები, განსაკუთრებით ჭარბად არის F(ბუნებრივი ანტიოქსიდანტი) და E ვიტამინები. მას ასევე „ახალგაზრდობის ჰორმონს“ უწოდებენ, რადგანაც აფერხებს დაბერების პროცესს.

ყურძნის წიპწის ზეთს ასევე იყენებენ კულინარიაშიც, ის გამორჩეულად უხდება სალათებს.

წიპწის ზეთი რომელიც მე შევიძინე ჩამოსხმულია შპს. „მეღვინეობა ხარება“–ს მიერ. ფასი 17.80 ლარი. მოცულობა არ არის მითითებული, მიახლოებით 250–300 გრამი. მოიკითხეთ ღვინის მაღაზიებში.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.