ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

წითელი დოლის პური – დააგემოვნეთ ნაღდი ქართული პური!

იცით სად იყიდოთ ეს სიამოვნება?
იცით რა ღირს?
გაინტერესებთ გასინჯოთ ნაღდი ქართული ხორბლისგან გამომცხვარი ნაღდი ქართული პური?

20-24 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში მივდივართ გამოფენაზე და საიმისოდ ვეძებ განსხვავებულ და ორიგინალურ ქართულ ნაწარმს, რომელსაც მხოლოდ საქართველოში თუ შეიძენს ადამიანი. ამ ძებნაში გადავაწყდი ქართული წითელი დოლის პურს, რომელიც დღეს მაღაზია ბიოველში შევიძინე გაზაფხულის ქუჩა #16-ში.

ეს რაღაც სასწაულია!
1.5 ლარი გადავიხადე 400 გრამ პურში. უსაფუაროა. უგემრიელესია!
ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

მაღაზია ბიოველი ბიომეურნეობათა ასოციაცია ელკანას მიერ შექმნილი ობიექტია, სადაც ქართული ნაწარმი იყიდება. უმაგრესი პროდუქცია ვნახე იქ და ამ თემაზე ცალკე სტატიაში მოგითხრობთ.

მისამართი: გაზაფხულის 16
მუშაობს 10-დან 19 საათამდე
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
თუ მისამართთან დაკავშირებით დაკვალიანება დაგჭირდებათ [მე დამჭირდა] აი საკონტაქტო პირი: 599 31 39 97 – თეა

დამიჯერეთ,
ჩვენ მართლა არ ვიცით ნამდვილი ქართული პურის გემო …