ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ცხოველთან მოლაპარაკე

ცხოველთან მოლაპარაკე

ერთი ძველი იუმორია, ჯერ კიდევ იმ დროინდელი, სსრკ-ში სექსი რომ არ იყო …

მოკლედ, მიხო კოლმეურნეობის თავმჯდომარეა. ერთ დღესაც მასთან კაცი მივა სამსახურში ამიყვანეო.
-რა შეგიძლია?
-ცხოველების ენა მესმის.

შესამოწმებლად მივლენ ძროხასთან.
-მუუუ…
-მუუუ… პასუხობს ძროხა.
-ძროხა ამბობს‚ 15 ლიტრი რძე მოვიწველე‚ მწველავმა 10 ლიტრი გააფორმა‚ 5 სახლში წაიღოო. შეამოწმეს‚ მართალი გამოდგა.

მივიდნენ ღორთან.
-ღრუტ…
-ღრუტ… გამოეპასუხა ახლა ღორი.
-ღორი ამბობს‚ 7 გოჭი მოვიგე‚ მეღორემ 5 გააფორმა‚ 2 სახლში წაიყვანაო. მივიდნენ მის საღორეში – მართალი აღმოჩნდა.
-კარგი‚ აგიყვან სამსახურში.

დათანხმდა მიხო და გაუდგნენ კანტორისკენ გზას. შემოხვდათ ვირი‚ დაინახა ესენი და დაიწყო ყროყინი.
– არ დაუჯერო‚ ერთხელ იყო და ისიც სიმთვრალეში‚ – ხელები გაასავსავა მიხომ.

🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/