ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

დააგემოვნეთ „ჩხორია“ – ადგილწარმოშობის შავი ჩაი სამეგრელოდან (გურიელის ჩაის ბაღები)

ჩხორია, სამეგრელო
ადგილწარმოშობის შავი ჩაი

ა.წ. მაისში, საიუბილეო გამოშვების პრეზენტაციაზე, “გურიელი“-ს დირექტორმა – ბნ. მიხეილ ჭკუასელმა საჯაროდ განაცხადა პროექტი – “გურიელის ჩაის ბაღები”-ს შესახებ. პირობა შესრულებულია! გამოვიდა 4 ადგილწარმოშობის ჩაი. დღეს, 30 დღიანი გამოწვევის 29-ე დღეს, მინდა ჩხორია წარმოგიდგინოთ.

სახეობა – შავი ჩაი.
გარეგანი სახე – თანაბარი, ერთგვაროვანი, კარგად ნაგრეხი.
ნაყენის ფერი – ნათელი, გამჭირვალე.
არომატი – ნაზი, ყვავილოვანი.
გემო – გაჯერებული, სასიამოვნო სიმწკლარტით.
მატონიზირებელი მოქმედება – შეიცავს კოფეინს, Р,С და B ჯგუფის, ვიტამინებს.
ჩაის ჯიში – ქართული №1 სელექციური, გამოყვანილია აკადემიკოს ქსენია ბახტაძის მიერ, ინდო-ჩინური და ჩინური ჩაის ჯიშების შერჩევის მეთოდით.
ადგილწარმოშობა – ჩხორია, სამეგრელო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 30 მეტრი.

იყიდეთ, დააგემოვნეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი (Y)

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს ან დავდებ სურათს / სტატიას და გამოვიწვევ ჩემს მეგობრებს რომ გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, დადეთ ფოტო ან ვიდეო FB-ზე და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!