Устами сахарными: 8 недооценённых российских сладостей – ვაი ამათ პატრონს თუ ჰგონიათ, რომ რახან ერთ ცინგლიან საიტზე დაწერენ, იმიტომ აღიარებს მსოფლიო … ალბათ არც უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება რომ არა ის ფაქტი, რასაც ხშირად აქვს ადგილი: ქართული ბრენდების მითვისება მსოფლიო მასშტაბით ვაიბიზნესმენების მიერ … განსაკუთრებით სომხებისა და რუსების მიერ. ამ თემას კიდევ ბევრჯერ შევეხებით და ქართველობის წართმევის [ხომ ხედავთ, ბრჭყალებშიც არ ვსვამ] რეალური მცდელობების კიდევ არაერთ მაგალითს მოგიყვანთ.
თუმცა მოსკოვის რაიონში 1 წლის წინ დაარსებული საწარმოს მიერ წარმოებული ჩურჩხელას დახასიათებისას ტექსტთან დიდი პრეტენცია არ გამჩენია. ნახსენებია ქართული რეცეპტის მიხედვით ჩურჩხელას დამზადების წესი, რომლითაც თურმე ეს საწარმო ამზადებს პროდუქტს. აი სათაურმა კი ამაჭარხალა …
„ქართველობის წამრთმევის“ მსურველთა რიგი გრძელია, მაგრამ ვერ ეღირსებიან …
მთავარია ჩვენ დავაფასოთ და ვიყიდოთ ჩვენებური პროდუქტები!