წინასაახალწლოდ რა თქმა უნდა ბარამბოს ტკბილეული ბლომად ვიყიდე!
მათ შორის იყო 14.4 ლარიანი შოკოლადები …
მგონი 5 სხვადასხვა სახეობა შევარევინე ამ ფასიანები, ბღუჯა-ბღუჯა …
ისე მოხდა, რომ დღეს პირველად დავაგემოვნე ეს კონკრეტული შოკოლადი. გემო უცნაური მეჩვენა … შეფუთვას დავხედე და …
თურმე ბარამბოს ახალი ბრენდული დასახელებით – „ჩიროკო“ გამოუშვია ქლიავის ჩირის შემცველი შოკოლადი. იყიდება 14.4 ლარად (ანალოგიურს სომხურს იმავე დახლზე 23 ლარი ადევს). გემოს ვერ აგიღწერთ ისეთი გემრიელია! აუცილებლად იყიდეთ და გასინჯეთ თავად! 100 % დარწმუნებული ვარ, რომ მადლობას მეტყვით ამ ინფორმაციის გ ა ზ ი ა რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს !
რას ვისურვებდი:
- შოკოლადების ეს კლასი საერთოდ ცალკე თემაა და „ბარამბო“-ს წარმოების ანალოგიური ფორმის და შეფუთვის შოკოლადებს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰგავდეს. რატომ? ის 14.4 ლარიანები რომ უგემრიელესია? „ჩიროკო“ კიდევ უფრო გემრიელია და ორიგინალურია!
- იცით რა ღირდა სომხური ანალოგიური შოკოლადში ამოვლებული ჩირები? მიახლოებით 23 ლარი იმავე დახლზე. ოღონდ სხვა ფორმა აქვს და სათანადო გაფორმებაც.
- ამ შოკოლადს აუცილებლად სჭირდება „და-ძმები“ და აუცილებლად სჭირდება სხვანაირი ფორმის შეფუთვა. მაღალი კლასის შოკოლადი საჭიროა სათანადოდაც გამოირჩეოდეს დახლზე.
აუცილებლად მოიკითხეთ და იყიდეთ!