ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
frixx-კლასიკი-classic

ისევ ქართული ჩიპსი. ამჯერად FRIXX კლასიკი

გურულმა თქვა ქორწილში თეფშებს ისეთი სისწრაფით ცვლიდნენ, გოჭი და წყემალი ვერ დავუმთხვიე ერთმანეთსო … ზუსტად ასეა ჩემი საქმე! ამას წინათ FRIXX ბარბექიუ დავაგემოვნე, ეხლა კი მხოლოდ FRIXX კლასიკი დამხვდა დახლზე. ისე ვერაფრით მოხდა, რომ სამივე ვარიანტი ერთად დამხვედროდა დახლზე. ჰმ …

FRIXX ბარბექიუსგან განსხვავებით FRIXX კლასიკი რაღაც „არ წავიდა“. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაც „ნეიტრალური“, უფრო სწორად ზედმეტად კარტოფილის გემო აქვს. გემოვნების ამბავია აშკარად.

ეტიკეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ კარტოფილი ადგილობრივი წარმოებისაა. ეტიკეტზე ამაყად აწერია „კავკასიის მთების ჩიპსი“. მწარმოებლის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ – http://frixx.ge/. საიტი ფრიად ინფორმატიულია. 22 გრამიანი შეფუთვის ფასი 50 თეთრია. სავსებით მისაღები ფასია. ყოველთვის ვიყიდი!

FRIXX აჯიკა დამრჩა …

 

თქვენ უკვე იყიდეთ/გასინჯეთ? რას იტყვით?