ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“ჩემი ბაღი” – კაკლის მურაბა

ქართულია & kar.ge-ა!

გიყვართ კაკლის მურაბა? ბავშვობიდან დღემდე მურაბებს შორის ყველაზე მეტად კაკლის მურაბა მიყვარს. იგი განსაკუთრებული ნოყიერებითა და გემოთი გამოირჩევა.

სააქციო საზოგადოება “ენისელი ბაგრატიონი” ღვინისა და სპირტიანი სასმელების გარდა თუ რაიმე სხვა პროდუქტს აწარმოებდა ნამდვილად არ ვიცოდი. დღეს აღმოვაჩინე მათი წარმოების  კაკლის მურაბა. 450 გრამიანი შეფუთვა 5.40 თეთრი ღირს. მის შემადგენლობაში შედის: დამუშავებული ნედლი კაკალი, შაქარი, მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი, ლიმონმჟავა. შენახვის ვადა არის 2 წელი. შეფუთვაზე აწერია, რომ არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს და არომატიზატორებს.

კაკლის მურაბას ძალიან უხდება მიხაკის ოდნავი არომატი, ძალიან გემრიელიათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი გემო ნამდვილად აქვს.

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.