ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შუამთა– შებოლილი დათლილი სულგუნი ბეკონით

ქართულია & kar.ge-ა!

ამ ბოლო დროს ძალიან შევეჩვიე ყველს და ამ პროდუქტის  უამრავი სახეობა გავსინჯე, ყოველ ჯერზე ახალი გემოს აღმოჩენით აღფრთოვანებული ვრჩებოდი და თუ ადრე მხოლოდ იმერულის, სულგუნის და გუდის ყველის გემო ვიცოდი. დღეს უკვე ჩემს ანგარიშზეა ყველი პრასით, თხილით, ზეთში დავარგებული, თიხაში დავარგებული და ა.შ

იმის თქმა დამავიწყდა რომ ჩემს ძველ ნაცნობებს შორის შებოლილ სულგუნს ყველაზე დიდ პატივს ვცემ და დღეს სწორედ ამ პატივცემული სულგუნისკენ გამექცა თვალი.

შებოლილი დათლილი სულგუნი ბეკონით – მიმზიდველად და მადისაღმძვრელად ჟღერს, შეფუთვაში ოთხი მოზრდილი მაგრამ სიფრიფანა ნაჭერია. ფასი 2.30ლარი.

წარმოებულია ი/მ ლევან ბეჟანიშვილის მიერ.

ბეკონის გემო ნამდვილად მოუხდა შებოლილ სულგუნს და ურიგო პროდუქტიც არ იქნება თუ მწარმოებელი ცოტა უფრო ხარისხიან სულგუნს შემოგვთავაზებს.

თქვენც დაძებნეთ, იყიდეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ.

 

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.